ერეტიკოსის გზამკვლევი ბიბლიაში

ქვევით იხილავთ ციტატებს ძველი და ახალი აღთქმიდან, რომლებიც პირდაპირ ქადაგებს სიძულვილს, ქალთმოძულეობას, ჩაგვრას, მორჩილებას და სავსეა სადისტური ფანტაზიებით.

„სანამ ბიბლიას წაიკითხავთ გირჩევთ ხელთათმანები ჩაიცვათ. მოჭარბებული ტალახისა და სიბინძურის არსებობა ამას სავალდებულოს ხდის.“ – ფრიდრიხ ნიცშე, ანტიქრისტე.

სექსი

კაცისთვის კარგი იქნება, თუ არ გაეკარება ქალს.

კორინთელთა მიმართ 7:1

ვინაიდან არიან საჭურისნი, რომელნიც დედის საშოდანვე ასე იშვნენ; არიან საჭურისნი, რომელნიც კაცთაგან დასაჭურისდნენ; და არიან საჭურისნი, რომელთაც თავად დაისაჭურისეს თავი ცათა სასუფევლის გულისთვის. ვისაც წვდომის თავი აქვს, ჩასწვდეს.

მათე 19:12

საყვარელნო, გევედრებით როგორც მწირთა და მსხემთ, თავი შეიკავეთ ხორციელ გულისთქმათაგან, რომელნიც აღიძვრიან სულის წინააღმდეგ.

პეტრე 2:11

რადგანაც მინდა, რომ ყველა კაცი ჩემსავით იყოს, თუმცა ყველას თავისი მადლი აქვს ღვთისაგან, ზოგს – ასე, ზოგს – ისე. დაუქორწინებლებსა და ქვრივებს კი ვეტყვი: ურჩევნიათ ჩემსავით დარჩნენ. მაგრამ თუ თავშეკავება არ შეუძლიათ, უმჯობესია იქორწინონ, რადგანაც ქორწინება სჯობს წვასა და დაგვას.

კორინთელთა მიმართ 7:7-9

პირუტყვთან კავშირის დამჭერი სიკვდილით უნდა დაისაჯოს.

გამოსვლა 22:18

ვინც გათხოვილ ქალთან იმრუშებს, ვინც თავისი ახლობლის ცოლთან იმრუშებს, უნდა მოკვდეს როგორც მემრუშე კაცი, ისე მემრუშე ქალი.

ლევიანნი 20:10

ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი. უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი.

ლევიანნი 20:13

ვინც საქონელთან დაიჭერს კავშირს, უნდა მოკვდეს და საქონელიც უნდა მოკლათ.

ლევიანნი 20:15

თუ კაცს გათხოვილ ქალთან მწოლარეს წაუსწრეს, ორივე უნდა მოიკლას: ქალთან მწოლარე კაციცა და ქალიც. აღმოფხვრი ბოროტებას ისრაელიდან.

მეორე რჯული 22:22

ხორცის საქმენი აშკარაა: სიძვა, უწმინდურება, აღვირახსნილობა

გალატელთა მიმართ 5:19

თუ ვინმე ქალთან დაწვება თესლის მიღვრით, ის კი ქმრის დანიშნული მონაქალია, არ არის გამოსყიდული ან თავისუფლება არა აქვს მიცემული, დანაშაულად ჩაითვლება. თუმცა იგი არ არის მოსაკვდინებელი, რადგან ქალი გათავისუფლებული არ ყოფილა. მიუტანოს დანაშაულის გამოსასყიდად უფალს სადღესასწაულო კარვის შესასვლელთან დანაშაულის ვერძი.

ლევიანნი 19:20-21

მღვდლის ქალიშვილი, რომელმაც ბოზობით თავი შეირცხვინა, მამამისის შემარცხვენელია იგი. ცეცხლში უნდა დაიწვას.

ლევიანნი 21:9

თუ ვინმე ცოლს ითხოვს, შევა მასთან და მერე შეიძულებს მას, ცილს დასწამებს და ცუდ ხმებს დაუყრის, იტყვის: მე ვითხოვე ეს ქალი, დავუახლოვდი მას და ქალწული არ აღმოჩნდაო, ადგეს ამ ყმაწვილი ქალის დედ-მამა და გამოუტანოს მისი სიქალწულე ქალაქის უხუცესებს კარიბჭესთან.

უთხრას ყმაწვილი ქალის მამამ უხუცესებს: ეს ჩემი ასული ამ კაცს მივათხოვე ცოლად, მან კი შეიძულა. აჰა, ცილს სწამებს მას, ამბობს: ქალწული არ აღმოჩნდაო შენი ქალიშვილი. აჰა, ჩემი ასულის სიქალწულე. და გაუშლიან სამოსელს ქალაქის უხუცესების წინ.

ადგნენ ქალაქის უხუცესები და დასაჯონ ეს კაცი.

ასი ვერცხლით დააჯარიმონ და გადაუხადონ ყმაწვილი ქალის მამას, რადგან ცუდი ხმები დაუყარა ებრაელ ქალწულს. ქალი მის ცოლადვე დარჩება, ვერ გაუშვებს მას თავის სიცოცხლეში.

თუ ეს ნათქვამი მართალი გამოდგა, ყმაწვილი ქალი ქალწული არ აღმოჩნდა, გამოიყვანონ ყმაწვილი ქალი მამამისის სახლის კართან და ჩაქოლონ მისი ქალაქის კაცებმა, მოკვდეს, რადგან სააუგო საქმე ჩაიდინა ისრაელში: იმრუშა მამისეულ სახლში. აღმოფხვრი ბოროტებას შენი კრებულიდან.

მეორე რჯული 22:13-21

ქალები

ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც უფალს. რადგანაც ქმარია ცოლის თავი, ისევე, როგორც ქრისტე თავია ეკლესიისა და თვითონვეა სხეულის მხსნელი.

ეფესელთა მიმართ 5:22-23

ცოლებო, დაემორჩილეთ თქვენს ქმრებს, როგორც გმართებთ კიდეც უფალში.

კოლასელთა მიმართ 3:18

და, თქვენც, ქმრებო, სათუთად მოეპყარით ცოლებს, როგორც უმყიფეს ჭურჭელს, და პატივი ეცით, როგორც სიცოცხლის მადლის თანამემკვიდრეთ, რათა ლოცვა არ დაგიბრკოლდეთ.

პირველი პეტრე 3:7

ისიც მინდა გაუწყოთ, რომ ყოველი კაცის თავი ქრისტეა, ქალის თავი – კაცი, ხოლო ქრისტეს თავი – ღმერთი.

I კორინთელთა მიმართ 11:3

და კაცი კი არ შეიქმნა ქალისთვის, არამედ ქალი – კაცისთვის.

I კორინთელთა მიმართ 11:9

ნამდვილი ქვრივი და მარტოხელა ღმერთს ესავს და ლოცვა-ვედრებაში ატარებს დღესა და ღამეს. განცხრომის მოყვარე კი – ცოცხლადვე მკვდარია.

ტიმოთეს მიმართ 5:5-6

დედაკაცს უთხრა: სატანჯველს გაგიმრავლებ და გაგიძნელებ ორსულობას, ტანჯვით შობ შვილებს. ქმრისკენ გექნება ლტოლვა, ის კი იბატონებს შენზე.

დაბადება 3:16

რა გაამართლებს კაცს ღვთის წინაშე და რა განწმედს დიაცის ნაშობს?

იობი 25;4

ესენი არიან, რომელთაც თავი არ შეუბილწავთ დიაცებთან, რადგანაც არიან ქალწულნი;

აპოკალიპსი 14:4

ხოლო თუ უღალატე შენს ქმარს და წაბილწული ხარ, ვინმეა ნაწოლი შენთან ქმრის გარდა, დააფიცებს მღვდელი ქალს წყევლის ფიცით და ეტყვის მღვდელი ქალს: უფალმა მიგცეს წყევას და ფიცს შენს ხალხში, რომ საზარდული დაგიდნეს და მუცელი გაგისიოს, შევიდეს ეს დამაწყევარი წყალი შენს ნაწლავებში, რომ გაგისივდეს მუცელი და დაგიდნეს საშო. იტყვის ქალი: ჭეშმარიტად! ჭეშმარიტად!

რიცხვნი 5:20-22

თუ დედაკაცი დაორსულდება და ვაჟს გააჩენს, შობის შემდეგ შვიდ დღეს უწმიდურია იგი. ოცდაცამეტი დღის მანძილზე უნდა დარჩეს ქალი განწმედის სისხლში; წმიდას არაფერს შეეხოს, არც ტაძარში არ შევიდეს, ვიდრე განწმედის ვადა არ გავა. თუ გოგო შვა, ორ კვირას იქნება გაუწმიდურებული. სამოცდაექვსი დღის მანძილზე უნდა დარჩეს განწმედის სისხლში.

ლევიანნი 12:2-5

მონობა და მორჩილება

დაე, ყოველი სული უზენაეს ხელმწიფებას დაემორჩილოს, რადგანაც არ არსებობს ხელმწიფება თუ არა ღვთისაგან; ყოველი ხელმწიფება ღვთის მიერ დადგენილია. ამიტომ, ვინც ეწინააღმდეგება ხელმწიფებას, ღვთისგანჩინებას ეწინააღმდეგება; ხოლო წინააღმდგომნი თავიანთ თავზე თვითონვე მოიწევენ სასჯელს.

რომაელთა მიმართ 13:1-2

მონებო, ყველაფერში დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს, მაგრამ მოჩვენებითი სამსახურით კი არა, როგორც იქცევიან პირფერნი, არამედ გულის სიწრფელით და ღვთის მოშიშებით.

კოლასელთა მიმართ 3:22

მონებო, დაემორჩილეთ თქვენს ხორციელ ბატონებს შიშით, ძრწოლით და გულის სიწრფელით, როგორც ქრისტეს.

ეფესელთა მიმართ 6:5

მონები ემორჩილებოდნენ თავიანთ ბატონებს, ცდილობდნენ ყველაფერში აამონ მათ და ნუ შეუბრუნებენ სიტყვას; ნურაფერს მოიპარავენ, არამედ გამოიჩინონ მთელი თავიანთი ერთგულება, რათა სრულად შეამკონ ჩვენი მაცხოვრის – ღმერთის მოძღვრება.

ტიტეს მიმართ 2:9-10

თუ კაცი კეტით სცემს თავის ყმას ან მხევალს და შემოაკვდება, პასუხი უნდა აგოს. ოღონდ თუ ერთს ან ორ დღეს გააწია, პასუხი არ მოეთხოვება, რადგან მისი ვერცხლია იგი.

გამოსვლა 21:20-21

თუ ებრაელ ყმას იყიდი, ექვსი წელი გემსახუროს, მეშვიდე წელს უსასყიდლოდ გათავისუფლდეს. თუ მარტო მოვიდა, მარტო წავიდეს; თუ ცოლიანი იყო, ცოლიც თან წაიყოლოს. თუ პატრონმა უთხოვა ცოლი და ცოლმა ვაჟები და ასულები უშვა, ცოლიც და მისი შვილებიც პატრონისაა; თავად მარტო წავიდეს. თუ ყმა იტყვის: მიყვარს ჩემი პატრონი და ჩემიცოლ-შვილი, არმინდა თავისუფლებაო, მოიყვანოს მისმა პატრონმა ღვთის სამსჯავროზე, მიაყენოს იგი კართან ან წირთხლთან და სადგისით გაუხვრიტოს ყური; მისი ყმა იქნება სამუდამოდ.

გამოსვლა 21:2-6

მათგანაც შეგიძლიათ იყიდოთ, ვინც მდგმურად დგანან თქვენთან, და მათი მოდგმიდან, თქვენთან რომ არიან, თქვენს ქვეყანაში რომ არიან დაბადებულნი. თქვენი საკუთრება იყოს ესენი. დაუტოვეთ ისინი თქვენს შთამომავლებს მემკვიდრეობად. სამუდამოდ ამუშავეთ ისინი. მაგრამ თქვენს მოძმეებზე, ისრაელიანებზე, ნუ იბატონებთ ძალმომრეობით.

ლევიანნი 25:44-46

ღვთის გულისათვის, დაემორჩილეთ კაცთა ყოველგვარ ხელმწიფებას, გინდა მეფეს, როგორც უზენაეს მბრძანებელს, გინდაც მთავრებს, როგორც მის მიერ წარმოგზავნილთ ბოროტმოქმედთა დასასჯელად და კეთილის მოქმედთა საქებად.

პირველი პეტრესი 2:13-14

მსახურნო, გულმოშიშებით დაემორჩილეთ ბატონებს, არა მარტო კეთილთა და ლმობიერთ არამედ მკაცრთაც.

პირველი პეტრესი 2:18

უღელქვეშ მყოფი მონები ყოველგვარი პატივის ღირსად უნდა რაცხდნენ თავიანთ ბატონებს, რათა არ იგმოს ღვთის სახელი და მოძღვრება.

პირველი ტიმოთეს მიმართ 6:1

სამყაროს დასასრული

და იქნება ნიშები მზეზე, მთვარესა და ვარსკვლავეთში, ხოლო მიწაზე – ზღვის ღრიალითა და ტალღების ზათქით შეძრწუნებული ხალხების ურვა. შიშით გახევდებიან კაცნი, სამყაროს თავზე მოწევნადი უბედურების მოლოდინში, ვინაიდან შეიძვრიან ციური ძალნი. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლით მომავალს დიადი ძალითა და დიდებით. ხოლო როცა დაიწყება ყოველივე ამის ახდენა, აღიმართეთ და მაღლა ასწიეთ თავი, ვინაიდან ახლოვდება თქვენი გამოხსნა. და უთხრა მათ იგავი: შეხედეთ ლეღვს და ყველა სხვა ხესაც: როცა ფოთლები გამოაქვთ, შეხედავთ და იცით, რომ უკვე ახლოა ზაფხული. ასევე თქვენც, როცა იხილავთ, რომ ყოველივე ეს ხდება, იცოდეთ, რომ ახლოა ღმრთის სასუფეველი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.

ლუკა 21:25-32

თუმცა ახლოა ყოვლის აღსასრული…

პირველი პეტრესი 4:7

ყრმანო, უკანასკნელი ჟამია, და, როგორც გსმენიათ, რომ მოდის ანტიქრისტე, აწ უკვე მრავლად არიან ანტიქრისტენი, საიდანაც ვიგებთ, რომ უკანასკნელ იჟამია.

პირველი იოანესი 2:18

და მსწრაფლ, იმ დღეთა პირის შემდეგ, დაბნელდება მზე, მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს, ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი. და მაშინ გამოჩნდება კაცის ძის ნიშანი ცაზე; მაშინ მოთქმას მოჰყვება დედამიწის ყოველი ტომი, და იხილავენ ძეს კაცისას, მომავალს ზეცის ღრუბლებზე ძალითა და დიდებით მრავლით. მოავლინებს თავის ანგელოზებს მგრგვინავი საყვირით, და შეკრებენ მის რჩეულთ ოთხთავ ქართაგან, ცათა კიდიდან მათ კიდემდე. ლეღვის ხისაგან ისწავლეთ იგავი: როცა მისი ტოტები რბილდება და ფოთლები გამოაქვს, იცით, რომ ახლოა ზაფხული. ასევე თქვენც, როცა იხილავთ ყოველივე ამას, იცოდეთ, რომ უკვე ახლოა, კარზეა მომდგარი. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება.

მათე 24:29-34

და უთხრა მათ: ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ღმრთის სასუფეველს, მომავალს ძალმოსილებით.

მარკოსი 9:1

რადგან მოვა ძე კაცისა მამისთვის ის დიდებითა და თავის ანგელოზთა თანხლებით, და მისი საქმისამებრ მიაგებს თვითეულს. ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ზოგი აქ მყოფთაგანი არ იგემებს სიკვდილს, სანამ არ იხილავს ძეს კაცისას, მომავალს თავის სასუფეველში.

მათე 16:27-28

და მაშინ, იმ ჭირის შემდეგ, დაბნელდება მზე და მთვარე აღარ გამოსცემს ნათელს. ვარსკვლავები ჩამოცვივიან ციდან და შეიძვრიან ციურნი ძალნი. მაშინ იხილავენ ძეს კაცისას, ღრუბლებზე მომავალს დიდებით და მრავალიძალით. მაშინ მოავლინებს თავის ანგელოზებს და შეკრებს თავის რჩეულთ ოთხთავქართაგან, მიწის კიდიდან ცის კიდემდე.

ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ გადავა ეს მოდგმა, ვიდრე ყოველივე ეს არ აღსრულდება.

მარკოსი 13:24-27, 30

საშინელება და აბსურდი

ხელშიჩაგიგდებსმასუფალი, შენიღმერთი, დამახვილითგაწყვეტმთელსმამროვანს. მხოლოდქალები, ბავშვები, პირუტყვიდაყველაფერი, რაცქალაქშიიქნება – მთელინადავლიდაიტაცე. ჭამეშენიმტრებისნადავლი, რომლებიცუფალმა, შენმაღმერთმა, ჩაგიგდოხელში.

მეორე რჯული 20:13-14

ჩემი სიყვარულის წილ მომიძულეს, მე კი ვლოცულობ.

განკითხვის დროს გამოვიდეს მტყუანი და მისი ლოცვა ცოდვად შეირაცხოს. იყოს დღეები მისი მცირე და მისი ქონება წაიღოს სხვამ. დარჩნენ მისი შვილები ობლად. და მისი ცოლი ქვრივად. იწოწიალონ მისმა შვილებმა და იმათხოვრონ და ეძიონ თავიანთ ნანგრევებში. მიითვისოს მოვალემ ყოველივე, რაც გააჩნია მას, და წარიტაცონ უცხოებმა ნაჯაფი მისი. ნუ იქნება მისთვის თანამგრძნობელი და ნუ ეყოლებათ შემწყალე მის ობლებს. გახდეს მისი შთამომავალი მოსასრველი, შემდგომ თაობაში წაიშალოს მათი სახელი.

ფსალმუნნი 109:4,7-13

მაშინ უთხრა იესომ თავის მოწაფეებს: ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავისთავს, აიღოს თავისი ჯვარი, და გამომყვეს მე.

მათე 16:24

თუ შენი ხელი გაცთუნებს, მოიკვეთე იგი: გიჯობს სახიჩარი შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელის მქონე ჩავარდე გეენაში, გაუნელებელ ცეცხლში, სადაც ულევია მათთვის მატლი და უშრეტი – ცეცხლი.

მარკოსი 9:43-44

რადგან ერთი ცოდვაა ჯადოქრობა და ურჩობა, ერთი ცოდვაა კერპთაყვანისმცემლობა და სიჯიუტე. რაკიღა მოიძულე უფლის სიტყვა, ისიც მოიძულებს შენს მეფობას.

პირველი მეფეთა 15:23

ვკიცხავ ჩემს თავს და ვინანიებ მტვერში და ნაცარში.

იობი 42:6

ხოლო მორწმუნეთა განგანუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი.

მარკოზი 16:17-18

ვისაც სურს მე მომდიოს, განუდგეს თავისთავს, აიღოს თავისი ჯვარი დ აგამომყვეს მე.

მარკოზი 8:34

რადგანაც, ძმანო, მიმბაძველნი გახდით ღვთი სეკლესიებისა, რომლებიც არიან იუდეაში ქრისტე იესოს მიერ, ვინაიდან იგივე და ითმინეთ თვისტომთაგან, რაც მათ – იუდეველთაგან, რომელთაც მოკლეს უფალი იესოც და მისი წინასწარმეტყველნიც, ხოლო ჩვენ გამოგვაძევეს, რადგანაც არასდაგიდევენ ღმერთს და ყოველი კაცის მტრები არიან.

პირველი ტესელონიკელთა მიმართ 2:14-15

ხოლო ეს ჩემი მტრები, რომლებსაც არ უნდოდათ, რომ მათი მეფე ვყოფილიყავი, აქ მომგვარეთ და ჩემს წინაშე დახოცეთ.

ლუკა 19:27

ვინც იწამებს და ნათელს იღებს, ცხონდება, ვინც არადა, განიკითხება. ხოლო მორწმუნეთაგან განუყრელნი იქნებიან ეს სასწაულნი: ჩემი სახელით განდევნიან ეშმაკთ და ახალ ენებზე იმეტყველებენ. აიყვანენ გველებს, და თუ სასიკვდილოს დალევენ რასმე, არ ავნებს მათ; ხელს დაადებენ სნეულთ და განიკურნებიან ისინი.

მარკოზი 16:16-18

ბევრმა გრძნეულმა შეაგროვა თავისი წიგნები და ყველას თვალწინ დაწვა… ასე ძალუმად იზრდებოდა და მტკიცდებოდა უფლის სიტყვა.

მოციქულთა საქმენი 19:19-20

მაგრამ თუ ჩემი სიცრუით კიდევ უფრო მაღლდება ღვთის ჭეშმარიტება მის სადიდებლად, რატომღა განვისჯები, როგორც ცოდვილი? მაშინ რატომ არ ვაკეთოთ ბოროტი, რათა გამოვიდეს მართალი, როგორც ავსიტყვაობენ ჩვენზე ზოგ-ზოგნი და ამბობენ, რომ ამას ვასწავლით. განა სამართლიანი არ იქნება მათი განკითხვა?

რომაელთა მიმართ 3:7-8

ვინც თავის მამას და დედას შეურაცხყოფს, უნდა მოკვდეს. თავისი მამა და თავისი დედა შეურაცხყო, მასზეა მისი სისხლი.

ლევიანნი 20:9

უფლის სახელის მაგინებელი უნდა მოკვდეს, ქვებით უნდა ჩაქოლოს მთელმა საზოგადოებამ, მდგმური იქნება თუ მკვიდრი, უფლის სახელის შეგინებისათვის უნდა მოკვდეს.

ლევიანნი 24:16

ჯადოქარი ცოცხალი არ დატოვო.

გამოსვლა 20-17

აჰა, დაგიკავებთ თესლს და პირისახეზედა გაყრით საკლავის განავალს, თქვენი დღესასწაულების განავალს, და თან წაიღებთ მას.

მალაქია 2:3

ქერის ნამცხვრებად უნდა ჭამო ის და ადამიანის განავალზე უნდა იყოს გამომცხვარი მათ თვალწინ.

ეზეკიელ 4:12

მითხრა: კარგი, ძროხის ნეხვს გაძლევ ადამიანის განავალის ნაცვლად, მოამზადე მასზე შენი პური.

ეზეკიელ 4:15

ახლა გაწყვიტეთ ბავშვებში ყოველი მამროვანი, ყოველი ქალი, რომელსაც შეცნობილი ჰყავს კაცი მამრის საწოლზე, მოკალით. ხოლო ყოველი დედროვანი ბავშვებში, რომელსაც არ შეუცვნია მამაკაცი მამრის საწოლზე, ცოცხალი დაიტოვეთ.

რიცხვნი 31:17-18

მარტო შენს ბატონთან და შენთან სალაპარაკოდ როდი გამომგზავნა ჩემმა ბატონმა, არამედ მაგ ხალხთანაც, გალავანზე რომ დამჯდარა, რომ თქვენთან ერთად ჭამოს თავისი განავალი და სვას თავისი ფსელი.

ესაია 36:12

ნეტარია, რომელმანც შეიპყროს და მიახეთქოს ჩვილნი შენნი კლდეს.

ფსალმუნნი 137:9

თუ შენი ხელი ან და შენი ფეხი გაცდუნებს, მოიკვეთე და გადააგდე: გიჯობს უხელოდ ან უფეხოდ შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე ხელით ან ორივე ფეხით ჩავარდე საუკუნო ცეცხლში. თუ შენი თვალი გაცდუნებს, ამოითხარე და გადააგდე: გიჯობს ცალთვალა შეხვიდე სიცოცხლეში, ვიდრე ორივე თვალის მქონე ჩავარდე ცეცხლის გეენაში.

მათე 18:8-9

რადგანაც თუ გეყვარებათ თქვენი მოყვასნი, რა იქნება თქვენი საზღაური? განა ასევე არ იქცევიან მებაჟენიც?

მათე 5:46

ვინც შვილისთვის წკეპლას არ იმეტებს, მისი მტერია; ხოლო მოყვარული ჭკუას ასწავლის.

იგავნი სოლომონისანი 13:24

თქვა მოსემ: ასე ამბობს უფალი: შუაღამისას გამოვალ შუაგულ ეგვიპტეში. მოკვდება ყოველი პირმშო ეგვიპტის ქვეყნად ტახტზე მჯდომარე ფარაონის პირმშოდან პირმშომდე მხევლისა, ხელსაფქვავებს რომ უზის; მოკვდება ყოველი პირუტყვის პირველმოგებული.

გამოსვლა 11:4-5

ყმაწვილის დასჯა ნუ დაგენანება: ჯოხითაც რომ სცემო, არ მოკვდება. ჯოხით სცემე და მის სულს შავეთისგან იხსნი.

იგავნი სოლომონისანი 23:13-14

თუ კაცს ეყოლება ჯიუტი და ურჩი, დედ-მამის სიტყვის გაუგონარი შვილი, რომელსაც ჭკუას ასწავლიან, მაგრამ არ ესმის მათი, ხელი მოჰკიდოს დედ-მამამ და გაიყვანონ თავიანთი ადგილის კარიბჭესთან უხუცესების წინაშე, უთხრან თავიანთი ქალაქის უხუცესებს: ჯიუტიად აურჩია ეს ჩვენი შვილი, ჩვენი სიტყვის გაუგონარი, ღორმუცელაა და ლოთი. ჩაქოლოს იგი ამქალაქის მთელმა მოსახლეობამ და მოკვდეს. აღმოფხვრი ბოროტებას შენი წიაღიდან, გაიგებს მთელი ისრაელი და შეეშინდება.

მეორე რჯული 21:18:21

ვერ შევა კვერცხებჩაჭყლეტილი და ასომოკვეთილი უფლის საკრებულოში.

მეორე რჯული 23:1

წინააღმდეგობები

უწოდა იაკობმა იმ ადგილს სახელად ფენუელი, რადგან თქვა: პირისპირ ვიხილე ღმერთი და გადავრჩი.

დაბადება 32:30

ღმერთი არავის არასოდეს უხილავს

იოანე 1:18

პატივი ეცი მამას და დედას, რათა დღეგრძელი იყო მიწაზე, რომელიც უფალს, შენს ღმერთს მოუცია შენთვის.

გამოსვლა 20:12

თუ ვინმე მოდის ჩემთან და არ მოიძულებს თავის დედ-მამას, თავის ცოლ-შვილს, თავის და-ძმას და თავის თავსაც, ვერ იქნება ჩემი მოწაფე.

ლუკა 14:26

თუ უბედურება მოხდა, სიცოცხლე სიცოცხლის წილ უნდა ზღონ. თვალი თვალის წილ, კბილი კბილის წილ, ფეხი ფეხის წილ.

გამოსვლა 21:23-25

ხოლო მე გეუბნებით თქვენ: ნუ აღუდგებით წინ ბოროტს: არამედ ვინც შემოგკრას მარჯვენა ყვრიმალში, მეორეც მიუშვირე მას.

მათე 5:39

ცოდვილი სული უნდა მოკვდეს, შვილი მამის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს. არც მამა შვილის დანაშაულის გამო არ უნდა დაისაჯოს; მართლის სიმართლე მასზე იქნება, ბოროტეულის სიბოროტე მასზე იქნება.

ეზეკიელ 18:20

არ სცე თაყვანი მათ, არც ემსახურო, რადგან მე ვარ უფალი, თქვენი ღმერთი, შურისმგებელი ღმერთი, რომელიც მამათა ცოდვას შვილებს მოვკითხავ, ჩემს მოძულეებს, მესამე და მეოთხე თაობაში.

გამოსვლა 20:5

ნურავინ იტყვის განსაცდელში: ღვთისაგან გამოვიცდებიო; ვინაიდან ღმერთი არ ცდუნდება ბოროტით და არც თვითონ აცდუნებს ვინმეს.

იაკობის ეპისტოლე 1:13

ამ ამბების შემდეგ იყო, რომ გამოსცადა აბრაამი ღმერთმა და უთხრა: აბრაამ! მიუგო: აქა ვარ!

დაბადება 22:1

არ მოვაწევ თქვენზე რისხვას, რადგან მოწყალე ვარ, ამბობს უფალი, არ ვიმრისხანებ სამუდამოდ.

იერემია 3:12

შენც წაგერთმევა სამკვიდრო, რომელიც შენთვის მქონდა მოცემული, და დაგამორჩილებ შენს მტრებს იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობ, რადგან აღაგზნეთ ჩემი რისხვის ცეცხლი, რომელიც საუკუნოდ იგიზგიზებს.

იერემია 17:4

ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამქვეყნად…

მათე 6:19

მართლის სახლში დიდძალი განძია

იგავნი სოლომონისანი 15:6

მე ვარ, ვინც ჩემს თავზე ვმოწმობ

იოანე 8:18

თუ მე ჩემთვის თვითონვე ვმოწმობ, ჩემი მოწმობა არ არის ჭეშმარიტი.

იოანე 5:31

კეთილი კაციშვილი შვილებს მემკვიდრეობას უტოვებს, ცოდვილის სიმდიდრე კი მართლისთვის ინახება.

იგავნი სოლომონისანი 13:22

გაყიდეთ თქვენი საბადებელი და გაეცით მოწყალება

ლუკა 12:33

ბედნიერია ის კაცი, ვინც ჰპოვა სიბრძნე და ვინც გონიერება შეიძინა!

იგავნი სოლომონისანი 3:13

რადგან, როცა დიდია სიბრძნე, დარდიც დიდია; მრავლისშეცნობა ადამიანს წუხილს უმრავლებს.

ეკლესიასტე 1:18

თაობა მიდის, თაობა მოდის, ეს ქვეყანა კი უცვლელია უკუნისამდე.

ეკლესიასტე 1:4

ხოლო უფლის დღე მოვა როგორც მპარავი, და მაშინ ზათქით გადავლენ ცანი, კავშირნი მხურვალებით დაიშლებიან და ცეცხლს მიეცემა მიწა და ყოველი საქმე მისი.

მეორე პეტრესი 3:10

ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი, რათა მშვიდობა მომეტანა ამქვეყნად; მშვიდობის მომტანად კი არ მოვედი, არამედ მახვილისა.

მათე 10-34

მაშინ იესომ უთხრა მას: ჩააგე მახვილი ქარქაშში, რადგანაც ყველა, ვინც აიღებს მახვილს, მახვილითვე დაიღუპება.

მათე 26:52

ნეტარ არს კაცი მოშიში უფლისა… სიუხვე და სიმდიდრეა მის სახლში და მისი სიმართლე მარადიულია.

ფსალმუნნი 112:1-3

ამასაც გეუბნებით თქვენ: აქლემი უფრო ადვილად გაძვრება ნემსის ყუნწში, ვიდრე მდიდარი შევა ღვთის სასუფეველში.

მათე 19:24

მე და მამა ერთი ვართ.

იოანე 10:30

ხომ გაიგონეთ, რაც გითხარით: მე მივდივარ და კვლავ მოვალ თქვენთან. რომ გიყვარდეთ, გაიხარებდით, რადგანაც ვთქვი: მამასთან მივდივარ-მეთქი. ვინაიდან მამა ჩემზე უმეტესია.

იოანე 14:28

მოვა დრო, როცა ყველა, ვინც წევს საფლავში, მოისმენს მის ხმას. და ამოვლენ კეთილის მოქმედნი აღდგომისათვის…

იოანე 5:28-29

განქარდება ღრუბელი და მიდის, ასე ჩადის შავეთში და აღარ ამოდის.

იობი 7:9

იესო ბიბლიაზე

ნუ გგონიათ, თითქოს მოვედი რჯულის, გინდა წინასწარმეტყველთა გასაუქმებლად. გასაუქმებლად კი არ მოვედი, არამედ აღსასრულებლად. რადგანაც ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: სანამ არ გადავა ცა და მიწა, ერთი იოტიც ან ერთი წერტილიც არ გადავა რჯულისაგან, ვიდრე ყოველივე არ აღსრულდება.

მათე 5:17-18

ბრძენი ხალხი ბიბლიაზე

თუ ბოროტ სტროფებს აიღებ, რომლებიც მარადიულ სიძულვილს ნერგავენ, გველივით იკლაკნებიან და სისინებენ, ისეთ კრედოს შექმნი, რომელიც აფთრის გულსაც შოკში ჩააგდებს.

“შეიძლება ისეცაა, რომ ახალ აღთქმაზე კარგ ტექსტს არც ერთი წიგნი არ შეიცავს, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა: არც ერთი არ შეიცავს უარესს.

სიყვარულის ყვავილის ქვეშ თქვენ იპოვით სიძულვილის ეკალს; ტუჩებზე, რომლებიც კოცნიან, თქვენ იპოვით კობრას შხამს. ბიბლია მორალის მასწავლებელი არაა.”

– რობერტ ინგერსოლი, რით უნდა შევცვალოთ ბიბლია, როგორც მორალის მასწავლებელი?

ისტორიულმა კვლევებმა გამოააშკარავა ბიბლიის წარმოშობა და ზრდა. ჩვენ ვიცით, რომ ამ სახელით ვადგენთ დამწერლობათა კოლექციას. ამ წიგნში ვიპოვით ძველ პალესტინელთა ცრურწმენებს, გაურკვეველ ინდურ და სპარსულ ფაბულათა გამოძახილებთან ერთად, ეგვიპტური თეორიების არასწორ ინტერპრეტაციებს, ისტორიულ ქრონიკებს მშრალად და არასარწმუნოდ მოთხრობილს, პოემებს ადამიანებსა და ებრაულ ერზე, რომლებიც იშვიათად არიან გარჩეულნი, როგორც ლიტერატურული მონუმენტი, ბიბლია უფრო ძველი წარმოშობისაა ვიდრე ვედები (ინდუიზმის წიგნი); როგორც ლიტერატურული ღირებულების ნაშრომი, ის უფრო აღმატებულია ვიდრე ნებისმიერი წიგნი, რომელიც უკანასკნელი ორი ათასი წლის განმავლობაში დაწერილა წოდებით მეორე ადგილზე მყოფი ავტორებისგან, და რომ შევადაროთ ჰომეროსის, სოფოკლეს, დანტეს, შექსპირის ან გოეთეს ნაწარმოებებს ფანატიკური გონება დაგვჭირდება, რომელსაც უკვე დაკარგული აქვს განსჯის უნარი. მისეული სამყაროს კონცეპტი ბავშვურია, და საზიზღარი მორალი, რომელიც მის ღვარძლიან შურისძიებაში ვლინდება ღმერთს მიეწერება ახალ და ძველ აღთქმებში.

–მაქს ნორდაუ, ჩვენი ცივილიზაციის საყოველთაოდ მიღებული ტყუილები.