თუ მართალია ის, რომ ამერიკული იმპერიალიზმი ქაღალდის ვეფხვია, მაშინ შეგვიძლია დავასკვნათ, რომ მისი დამარცხება შესაძლებელია. და თუ ჩინელი კომუნისტების თეზისი სიმართლეა, მაშინ ამერიკულ იმპერიალიზმზე აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან მის წინააღმდეგ უკვე მთელი მსოფლიო იბრძვის, რაც იწვევს იმპერიალისტების ძალების დაქსაქსვას. სწორედ ეს დაქსაქსულობა გვაძლევს იმის ფიქრის უფლებას, რომ ჩვენ მას დავამარცხებთ. თუ ეს ასეა, მაშინ არცერთი ქვეყანა, არცერთი რეგიონი არ უნდა ჩამორჩეს ამ ბრძოლას, რადგან რევოლუციური ძალები რეაქციულთან შედარებით საკმაოდ სუსტია.
არასწორია, როდესაც რევოლუციურ ძალის დემორალიზებას ცდილობ მისი მნიშვნელობის დაკნინებით. ასევე არასწორია, როდესაც ამ ძალას ისეთ დაპირისპირებაში ითრევ, რომლიდანაც გამარჯვებული ვერ გამოვა. კონფლიქტებში, რომლებიც პროლეტარულ ამხანაგობებსა და წითელი არმიის ფრაქციას შორის არსებობს (მოდით, ჯერჯერობით ნუ შევეხებით უფრო დიდ მოწინააღმდეგეებს) , ჩვენ ბრალს ვდებთ მათ რევოლუციური ძალების დემორალიზებაში, რადგან ისინი გვაბრალებენ, რომ ჩვენ ძალებს არასწორი მიმართულებით მივმართავთ. ეს არის მცდელობა, დააპირისპირონ სხვადასხვა ამხანაგობები და წითელი არმიის ფრაქცია. ჩვენ ვცდილობთ, გავაკეთოთ პირიქით – რაც შეიძლება მეტად დავაახლოვოთ ამხანაგობები RAFთან, და თუ ამას შევძლებთ, მივაღწევთ ერთ-ერთ მიზანს. დოგმატიზმი და ავანტურები ჩვეულებრივი გადახვევებია ყველა ქვეყანაში იმ დროს, როდესაც რევოლუციური მოძრაობა სუსტია. რამდენადაც ანარქისტები ყოველთვის მკაცრად აკრიტიკებდნენ უპრინციპობას, ყველა, ვინც უპრინციპობას აკრიტიკებს, ანარქისტია – ეს სხვა არაფერია, თუ არა დიდი სისულელე.
ქალაქის პარტიზანის ცნება ლათინურ ამერიკაში დაიბადა. იქ, ისევე როგორც აქ, ესაა რევოლუციის ხელმისაწვდიმი გზა სუსტი რევოლუციური ძალებისთვის.
ქალაქის პარტიზანული ბრძოლა ეფუძნება იმას, რომ არაა აუცილებელი პრუსიული სტილის მარში, რომელსაც ე.წ. „რევოლუციონერები“ გაუძღვებიან. ქალაქის პარტიზანული ბრძოლა ეფუძნება იმას, რომ როდესაც დადგება შეიარაღებული შეტაკების დრო, უკვე გვიანი იქნება ამისთვის მომზადება. ის ეფუძნება პრინციპს, რომ რევოლუციური ინიციატივის გარეშე ქვეყანა ,რომელშიც ძალადობრივი, ტირანიული რეჟიმია, რევოლუციური მოძრაობის სხვა სახე არ გაამართლებს.
ქალაქის პარტიზანული ბრძოლა არის იმის შედეგი, რომ წარმომადგენლობით ორგანოში წევრები თვითონ ნიშნავენ თავს. ესაა პასუხი საგანგებო მდგომარეობაზე და იმაზე, რომ სისტემა ყველა საშუალების გამოყენებით ცდილობს მოწინააღმდეგების ნეიტრალიზებას. ქალაქის პარტიზანული ბრძოლა პირდაპირ უყურებს ფაქტებს, და არ უშვებს გამონაკლისებს.
სტუდენტურმა მოძრაობამ უკვე გაიაზრა, რამხელა ძალა აქვს ასეთ ბრძოლას. ქალაქის პარტიზანებს შეუძლიათ კონკრეტული ფორმა მისცეს იმ აგიტაციას და პროპაგანდას, რომელსაც მემარცხენეები მოკლებულნი არიან. ქალაქის პარტიზანულ მოძრაობას შეუძლია, წინააღმდეგობა გაუწიოს სისტემის შეიარაღებას და კომუნიზმის აკრძალვას ისეთი მიწისქვეშა ორგანიზაციების შექმნით, რომელსაც პოლიცია ვერც კი მიაგნებს. ქალაქის პარტიზანული ბრძოლა – კლასობრივი ბრძოლის იარაღია.
ქალაქის პარტიზანული ბრძოლა შეიარაღებული შეტაკებაა ისეთ სიტუაციაში, როდესაც პოლიცია თავზეხელაღებით იყენებს იარაღს და რომელშიც კლასობრივი „სამართლიანობა“ კურასს უდანაშაულოდ ცნობს, ამხანაგობების წევრებს კი ცოცხლად მარხავს.
ქალაქის პარტიზანული ბრძოლის მიზანია სახელმწიფოს სტრუქტურების განადგურება და იმ მითის დამსხვრევა, რომ თითქოს სახელმწიფო ყოვლისშემძლე და ხელშეუხებელია.
ქალაქის პარტიზანული ბრძოლა მოითხოვს არალეგალურ ორგანიზებას, რაც მოიცავს შტაბებს, იარაღს, მანქანებს და დოკუმენტებს. ის, რაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, კარლოს მარიხელამ აღწერა თავის „ქალაქის პარტიზანის მინიინსტუქციაში“. რაც ამის გარდა უნდა იცოდეთ, არის ის, რომ ყოველთვის მზად ვართ გიპასუხოთ ყველა შეკითხვაზე. მართალია ბევრი არ ვიცით, მაგრამ რაღაც-რაღაცები მაინც გაგვეგება.
სანამ გადავწყვეტთ შეიარაღებული დაპირისპირების დაწყებას, აუცილებლად უნდა მოვსინჯოთ ლეგალური საშუალებები. თუ ადამიანი ერთვება მემარცხენე მოძრაობაში მხოლოდ იმ სურვილით, რომ ტერაქტები მოაწყოს, მაშინ ჯობია სულ არაფერი გააკეთოს, რადგან შემდგომში ძალიან გაუჭირდება თავის დაღწევა.
წითელი არმიის ფრაქცია და ქალაქის პარტიზანული მოძრაობა წარმოადგენს ერთადერთ ფრაქციას, რომელიც გამოკვეთილ ხაზს ავლებს ჩვენსა და მტერს შორის, შესაბამისად, ჩვენ ვართ ყველაზე მძიმე დარტყმების ქვეშ. აუცილებელია, ამ საქმეში ჩართულ ადამიანს ჰქონდეს გამოკვეთილი პოლიტიკური იდენტობა და შესაბამისი განათლება.
ჩვენი ორგანიზაციის თავდაპირველი ჩანაფიქრი გულისხმობდა კავშირის დამყარებას მუშებსა და პარტიზანულ მოძრაობას შორის. ჩვენ გვსურდა, რომ ყველას ემუშავა, მონაწილეობა მიეღო მიმდინარე მოვლენებში, მიეღო გამოცდილება და ცოდნა, რაც, როგორც აღმოჩნდა, შეუძლებელია. პოლიტიკურად მიკერძოებული პოლიციის მხრიდან ყოველი ჯგუფზე ზეწოლა და კონტროლი იმდენად ძლიერია, რომ თუ ადამიანს მისგან თავის დაღწევა სურს, ჩამოშორების გარდა სხვა გზა არ რჩება.
ქალაქის პარტიზანული ბრძოლა მოითხოვს, რომ ადამიანს ჰქონდეს ზუსტი წარმოდგენა საკუთარ შეხედულებებზე და შემთხვევით არ გახდეს რომელიღაც ანტისემიტურ-კრიმინალური მკვლელების ჯგუფის თანამოაზრე, რომელიც თავს რევოლუციურ მოძრაობას უწოდებს, ამავდროულად კი ავადმყოფურ აზრებს აფრქვევს და ცუდ წარმოდგენას უქმნის საზოგადოებას ჩვენ შესახებ.
საერთოდ, სისტემა ჩვენ მოსმენას არ აპირებს. ისინი არაფერზე დაიხევენ უკან და ჩვენთან ბრძოლისას დაუნდობელნი იქნებიან.
არ არსებობს პერიოდული გამოცემები, რომლებსაც კაპიტალის მსახურებისგან განსხვავებული მიზნები აქვთ. არ არსებობს სოციალისტური გამოცემები, რომლებიც ხალხში გავრცელდებოდა და თავისუფალი იქნებოდა კაპიტალის გავლენისგან. ყველა მედიასაშუალებას აკონტროლებენ კაპიტალისტები. წამყვანი პუბლიკაციები მმართველი კლასის საკუთრებას წარმოადგენს. ისინი მთელ ბაზარს ერთმანეთში იყოფენ და ის, რასაც ბეჭდავენ, მხოლოდ სისტემის სასარგებლოდაა მიმართული. ის, რისი ხალხამდე მიტანაც მმართველ კლასს არ სურს, არ ხმაურდება. თუ რომელიმე ახალდაარსებულ მედიასაშუალებას სურს ფეხის მოკიდება, აუცილებლად უნდა ჰქონდეს რაღაც კავშირი დღესდღეობით არსებულ უმსხვილეს მედია-მაგნატებთან. შედეგად, ისინი ხდებიან დამოკიდებული ისეთ მონსტრებზე, როგორიცაა, მაგალითად შპრინგერის კორპორაცია, რომელმაც უკვე ადგილობრივი გაზეთების რედაქციების შესყიდვა დაიწყო. პარტიზანული მოძრაობა ხალხისგან მოელის ცოტაოდენ გამოფხიზლებას და ბრძოლის დაწყებას. ხალხი უნდა შემოიკრიბოს მარქსისტული კრიტიციზმის გარშემო. როგორც მაომ თქვა „მას, ვისაც არ ეშინია განდევნის, შეუძლია იმპერატორი ჩამოაგდოს ცხენიდან.“
გრძელვადიანი სამოქმედო გეგმები პარტიზანული ბრძოლისთვის აუცილებელია, რადგან ჩვენ დისკუსიიდან უკვე მოქმედებაზე გადავდივართ. გავიხსენოთ ბლაკის თეზისი: „რევოლუციონერის მისიაა მუდამ იბრძოლოს, მიუხედავად წინააღმდეგობისა, იბრძოლოს სიკვდილამდე“. არ არსებობს რევოლუციური ბრძოლა, რომლისთვისაც ეს თეზისი სიმართლეს არ შეესაბამება.
ზოგიერთი ამბობს, რომ ორგანიზებისა და აგიტაცია-პროპაგანდის პოლიტიკური შესაძლებლობა ჯერ კიდევ არსებობს და პარტიზანული ბრძოლის დაწყების უფლება გვექნება მაშინ, როცა ეს შესაძლებლობები ამოიწურება. ჩვენ ვამბობთ, რომ პოლიტიკური შესაძლებლობების სრულად გამოყენება შეუძლებელია, რამდენადაც რეაქციული ძალები პოლიტიკურ ნაბიჯებსაც კი სისხლში ახშობენ.
ჩვენ არ ვისაუბრებთ შეიარაღებულ პროპაგანდაზე. ჩვენ ამას გავაკეთებთ! ციხეში შეჭრა პროპაგანდის ნაწილი არ ყოფილა – ეს ჩვენ ადამიანის გასათავისუფლებლად გავაკეთეთ. ბანკის გაძარცვა მხოლოდ იმისთვის გვჭირდება, რომ ბრძოლისთვის საჭირო ფული მოვიპოვოთ. ჩვენ გვებრძვის მთელი მმართველი კლასი, რადგან მათ ეშინიათ იმის, რაც დავიწყეთ – ქალაქის პარტიზანული ბრძოლა, რომელსაც წითელი არმიის ფრაქციის სახელით ვანხორციელებთ.
RAF. Urban Guerilla Concept. 1971