ვალდებულებები საკუთარი თავის წინაშე
1. რევოლუციონერი სასიკვდილოდ განწირული ადამიანია: არ აქვს პიროვნული ინტერესები, საქმიანი ურთიერთობები, ემოციები, სამკაულები, საკუთრება და სახელი. ყველაფერი რევოლუციის მგზნებარე სიყვარულში ეტევა.
2. რევოლუციონერმა იცის, რომ მისი არსების სიღმეში, არამარტო სიტყვებით, არამედ საქმითაც, საბოლოოდ გაწყვიტა კავშირი “ცივილიზებული” სამყაროს სოციალურ წესრიგთან თავისი კანონებით, მორალით, საბაჟოებით და საზოგადოდ მიღებული კონვენციებით.
3. რევოლუციონერს ეზიზღება ყველა დოქტრინა და უარს ეუბნება ერის სწავლულებს.მას მხოლოდ ერთი მეცნიერების სწამს – ნგრევის მეცნიერების. მისი წყურვილით დაისწავლის მექანიკას, ფიზიკას, ქიმიას, შესაძლოა მედიცინასაც. თუმცა დღედაღამ სწავლობს ადამიანს – ერთადერთ სასიცოცხლო მეცნიერებას, მის ბუნებასა და გარემოს, რომელშიც ცხოვრობს – სოციალური ცხოვრების ყველა ფენომენს. მიზანი კი იგივე რჩება: მოძებნოს ყველაზე საიმედო და მოკლე გზა, გაანადგუროს ეს ტალახიანი წესრიგი.
4. რევოლუციონერს არ აინტერესებს ხალხის აზრი. სძულს და დასცინის საზოგადოებრივი მორალის ყველა შესაძლო გამოვლინებას. მისთვის მორალურია ყველაფერი, რაც რევოლუციურ ტრიუმფს ემსახურება.
5. რევოლუციონერი თავგანწირული ადამიანია – ულმობელი სახელმწიფოსა და განათლებული ელიტების მიმართ. არც თვითონ ელის მათგან დანდობას. რევოლუციონერსა და სახელმწიფოს შორის, გაცხადებულად თუ ფარულად, შეურიგებელი ბრძოლაა სიკვდილამდე.
6. საკუთარი თავისათვის ტირანი, სხვების თვალშიც მტარვალია. ყველანაირი რბილი, მომადუნებელი სენტიმენტები ნათესაობის, სიყვარულის, მეგობრობის, მადლიერების და პატიოსნების, დათრგუნული აქვს რევოლუციისადმი ვნებითა და მისწრაფებით.
7. რევოლუციონერული ბუნება გამორიცხავს ყოველგვარ სენტიმენტალურობას, რომანტიციზმს, აღფრთოვანებას. ყოველგვარი პიროვნული ზიზღი და შურისძიება ასევე გამორიცხულია. ჩვევად ქცეული რევოლუციური ჟინი ცივ გულზე განსჯას ასწავლის. ამიტომ რევოლუციონერი ემორჩილება არა პიროვნულ იმპულსებსა და განწყობებს, არამედ საქმისა და ვითარების პრაგმატულ მოთხოვნას.
ურთიერთობა ამხანაგებთან
8. რევოლუციონერს არ ჰყავს მეგობრები,გარდა იმ ადამიანებისა, რომელთაც საქმით დაამტკიცეს ერთგულება გადატრიალების იდეისადმი.ერთგულება და მოვალეობის განცდა ამ ამხანაგების მიმართ განსაზღვრულია მარტოოდენ ტოტალური რევოლუციური ნგრევის წადილით.
9. ზედმეტია საუბარი რევოლუციონერებს შორის სოლიდარობის განცდაზე, რადგან მათი შეგნებული ცხოვრება ამ პრინციპზე დგას. ეს კატეხიზმო ამხანაგებს, რომელთაც ერთი და იგივე რევოლუციური ჟინი აკავშირებთ, ერთსულოვნებას ასწავლის. საქმეში ყველა მარტოა – არასდროს იღებს რჩევას, არასდროს ელის დახმარებას, თუკი ამას გეგმის საჭიროება არ მოითხოვს.
10. ყველა რევოლუციონერს უნდა ჰქონდეს საერთო რევოლუციის ერთგვარი კაპიტალი. თუმცა, იგი თვითნებურად არ უნდა განკარგავდეს სახსრებს. ნამდვილი რევოლუციონერი საკუთარ თავშიც უნდა ხედავდეს კაპიტალს, რომელიც საზოგადო ტრიუმფს ეძღვნება..
11. როცა ამხანაგი საფრთხეშია და ისმის კითხვა, ”გადავარჩინოთ თუ არა”, გადაწყვეტილება ემოციურის ნაცვლად რევოლუციური ინტერესების სფეროდან უნდა გამომდინარეობდეს.
ურთიერთობა საზოგადოებასთან
12. ახალი წევრი, რომელმაც ერთგულება საქმით დაამტკიცა, მიიღება მხოლოდ ყველა წევრის ერთსულოვანი თანხმობის საფუძველზე.
13. რევოლუციონერი ცხოვრობს სახელმწიფოში, პრივილიგირებულ კლასებში, ე.წ. “ცივილიზაციაში” და ცხოვრობს იმისთვის, მთლიანად გაანადგუროს ისინი. არ არსებობს რევოლუციონერი, რომელიც სამყაროს ოპტიმისტურად, სიმპათიით უყურებს. მას ერთნაირად ეზიზღება ყველა და ყველაფერი. ყველაზე საშინელია თუკი ურთიერთობაა მშობლებთან, მეგობრებთან, შეყვარებულებთან მართავს მის მოტივებს.
14. მიზნად ისახავს რა აუცილებელი გადატრიალებას, რევოლუციონერი ცხოვრობს საზოგადოებაში, რომელიც სულ სხვანაირად წარმოუდგენია. მან უნდა შეაღწიოს ყველგან – სავაჭრო სახლებში, ეკლესიებსა და არისტოკრატულ დარბაზებში, ბიუროკრატიასა და სამხედრო ყაზარმებში, მესამე დივიზიასა და ცარის ზამთრის სასახლეში.
15. სოციალური წესრიგი შეიძლება რამდენიმე კატეგორიად დაიყოს: პირველი კატეგორია მოიცავს მათ, ვინც კომპრომისის გარეშე უნდა დაისაჯოს სიკვდილით. ამხანაგებმა ინფორმაცია უნდა შეაგროვონ და განაჩენიც დანაშაულის სიმძიმის მიხედვით უნდა გამოიტანონ.
16. მას შემდეგ, რაც სია შედგენილია, არანაირი პიროვნული შეხება არ განიხილება, ყურადღება მხოლოდ დანაშაულის ვითარებებსა და სიმძიმეს მიექცევა. ისინი, ვინც განსაკუთრებით მტრობენ რევოლუციურ ორგანიზაციებს, უნდა განადგურდნენ. მათი მოულოდნელი სიკვდილი მთავრობის პანიკას გამოიწვევს, წაართმევს რა მოქნილობას საუკეთესო წევრების დაკარგვით.
17. მეორე კატეგორია მოიცავს მათ, ვინც ხელსაყრელ დროს ელოდება, ააჯანყოს მასები, თუმცა დღეს სოციალური წესრიგის ერთ-ერთი ელემენტია.
18. მესამე კატეგორიაში მოიაზრება მაღალი თანამდებობის პირები, მთელი ატრიბუტიკით – გავლენით, ძალაუფლებით, სიმდიდრით.
19. მეოთხე: ამბიციური ოფისის მოხელეები და ლიბერალები. რევოლუციონერი უნდა შეეცადოს, ცრუ თანამშრომლობა დაამყაროს მათთან, რათა საბოლოოდ გამოამჟღავნონ მათი საიდუმლოებები. ეს ფენა შეიძლება გამოვიყენოთ, როგორც არეულობის მაპროვოცირებელი სეგმენტი.
20. მეხუთე ფენა მოიაზრებს დოგმატიკოსებსა და კონსპირატორებს. ისინი უნდა ეცადნონ, წავიდნენ კომპრომისზე, შედეგად კი მათი უმრავლესობა განადგურდება, უმცირესობა კი ჭეშმარიტი რევოლუციონერი გახდება.
დამოკიდებულება და ურთიერთობა ხალხთან
21. რევოლუციურ საზოგადოებას სხვა მიზანი არ აქვს, გარდა მასების სრული გათავისუფლებისა და გაბედნიერებისა, ესე იგი იმ ხალხისა, რომლებიც ფიზიკურად შრომობენ. რამდენადაც დარწმუნებულები არიან, რომ ემანსიპაცია მხოლოდ დამანგრეველი სახალხო აჯანყების გზითაა შესაძლებელი, ეცდებიან არსებული რესურსები და ენერგია ხალხს მოახმარონ, იქამდე სანამ მოთმინების ფიალა მთლიანად არ აევსებათ და საყოველთაო ჯანყისათვის იქნებიან მზად.
22.რევოლუციონერი აჯანყებაში კლასიკურ დასავლურ მოდელს არ გულისხმობს, რომელიც მოკლე თვალსაწიერით საზრდოობს და ჩერდება იქ,სადაც იწყება კერძო საკუთრება და ტრადიციული სოციალური სისტემები – ე.წ. ცივილიზაცია და მორალი. აქამდე ასეთი რევოლუციები ლიმიტს უწესებდა მიზნებსა და საშუალებებს, რითაც ხელს უწყობდა ერთი პოლიტიკური ფორმაციის მეორე პოლიტიკური ფორმაციით ჩანაცვლებას. რევოლუციის ერთადერთი ფორმა, რომელიც ხალხისათვის სასარგებლოა, არის რევოლუცია, რომელიც ანადგურებს სახელმწიფოს და ყველა სახელმწიფოებრივ ტრადიციას, ინსტიტუციებსა და კლასებს.
23. რევოლუციური საზოგადოება აგრეთვე უარყოფს ორგანიზაციებს, რომლებიც ზემოდან იმართება. ნებისმიერი მომავალი ორგანიზაცია ასეთი ფორმის მმართველობისგან უნდა გათავისუფლდეს.
24. იმისათვის, რომ ხალხს დავუახლოვდეთ, ჩვენ უნდა გამოვნახოთ საერთო ელემენტები მასებთან, რომლებსაც, რუსეთის დაარსების დღიდან, არასოდეს გაუბედავთ პროტესტი იმ ყველაფრის წინააღმდეგ რაც პირდაპირ თუ ირიბად დაკავშირებული იყო სახელმწიფოსთან, აზნაურობასა თუ ბიუროკრატიასთან, ვაჭრობასა თუ სამღვდელოებასთან.
25. მტკიცე მოკავშირეებად გარდავქმნათ ნეიტრალური მასა – გამანადგურებელ ძალად – ეს არის ჩვენი მიზანი, შეთქმულება და ამოცანა.