ალექსანდრე ბერკმანი – რეგისტრაცია

რეგისტრაცია პირველი ნაბიჯია სამხედრო ვალდებულებისკენ. ომის მხარდამჭერები და მათ მიერ მოსყიდული მეძავი პრესა ყველანაირად ცდილობს ჩვენ შეტყუებას არმიაში, ამბობენ, რომ რეგისტრაციას არანაირი კავშირი არ აქვს სამხედრო ვალდებულებასთან – ისინი იტყუებიან. რეგისტრაციის გარეშე შეუძლებელია ჯარში გაწვევა.

სამხედრო ვალდებულება არის უარყოფა ჩვენი, როგორც მოქალაქეების, უფლებებისა. ჯარში გაწვევა არის სასაფლაო, სადაც დაკრძალულია ჩვენი თავისუფლების ყველანაირი კვალი. რეგისტრაცია კი ამის წინაპირობაა.

ადამიანი არ უნდა იყოს ვალდებული იბრძოლოს თავისი სურვილის წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენ არ ძალგვიძს შევეწინააღმდეგოთ სამხედრო ვალდებულებას მაშინ, როცა ვადასტურებთ და ვემორჩილებით რეგისტრაციას.
დასაწყისში ყველაფერი რთულია, მაგრამ, თუ ხელისუფლებამ შეძლო ჩვენი დარწმუნება დარეგისტრირებაში, ის ძალისხმევის გარეშე შეძლებს ჩვენთვის სამხედრო ვალდებულების დაკისრებას.

რეგისტრაციის მეშვეობით, ჩვენი ნებით ვაწვდით ხელისუფლებას იმ ინფორმაციას, რომელიც მას სჭირდება სამხედრო სისტემის ეფექტურობისთვის და მოქნილობისთვის.

რეგისტრაცია ნიშნავს მთავრობის ხელში დესპოტური ძალაუფლების ჩაგდებას, რომელმაც შექმნა ყველაზე ბნელი რუსეთი რევოლუციის შემდეგ. ამ ქვეყანაში არის ათასობით, შეიძლება ათიათასობით ახალგაზრდაც კი, რომელსაც არასოდეს მიუცია ხმა და გადაუხდია გადასახადი, მათ ლეგალურად არ აქვთ არსებობის უფლება. მათი რეგისტრაცია, არც მეტი, არც ნაკლები, თვითმკვლელობის ტოლფასია.

რეგისტრაციის უგულებელყოფა ისჯება თავისუფლების აღკვეთით. სამხედრო ვალდებულების თავიდან აცილებისთვის კი შეიძლება სიკვდილითაც დაგსაჯონ.

რეგისტრაცია არის იმის დადასტურება, რომ ხელისუფლებას აქვს პიროვნების ჯარში გაწვევის უფლება, ხოლო ადამიანთა დახოცვისთვის თანმიმდევრული, კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის გაწევა არ საჭიროებს არც რეგისტრაციასა და არც ჯარში გაწვევას.