იმ ღამით არ დამეძინა. მე კვლავ განვიცდიდი 1887 წლის მოვლენებს. იმ შავი პარასკევიდან, როდესაც ჩიკაგოელები შეეგებნენ თავიანთ მოწამეობრივ სიკვდილს, გავიდა ოცდაერთი თვე, მაგრამ ყოველი დეტალი კვლავ ნათლად მესახებოდა და მაღელვებდა ისე, თითქოს ეს ყველაფერი გუშინ მოხდა. მე და ჩემი და, ამ ადამიანთა ბედით დავინტერესთით, როდესაც მათი სასამართლო მიმდინარეობდა.
როჩესტერის გაზეთების ანგარიშები გვაღიზიანებდნენ, გვაცბუნებდნენ და გვაღელვებდნენ თავიანთი აშკარა, წინასწარ შექმნილი აზრებითა და შეხედულებებით. პრესის ულმობელობამ, მძაფრმა მუქარებმა ბრალდებულთა მისამართით, გვიბიძგა ჩვენ გავმსჭვალულიყავით თანაგრძნობით ჰაიმარკეტის მსხვერპლთა მიმართ. ჩვენ შევიტყვეთ როჩესტერში გერმანული სოციალისტური ჯგუფის არსებობის შესახებ, რომელთა სხდომის ადგილი კვირაობით იყო Germania Hall–ში. დავიწყეთ შეხვედრებზე დასწრება, ჩემი უფროსი და სულ რამოდენიმეჯერ დაესწრო, მე კი რეგულარულად ვესწრებოდი. შეკრებები არც ისე საინტერესო იყო , თუმცა ისინი მე საშუალებას მაძლევდნენ გავქცეოდი ჩემს რუხ როჩესტერულ არსებობას. ყოველი შემთხვევისთვის იქ შესაძლებელი იყო მოგესმინა რამე ბევრად საინტერესო, ვიდრე საუბრები ფულზე, რაღაც საქმეებზე, და შეხვედროდი იდეების მქონე ადამიანებს.
ერთხელაც გავიგეთ, რომ კვირას ცნობილი ორატორი–სოციალისტი ნიუ–იორკიდან იოჰანნა გრაიე წაიკითხავდა ლექციას იმ საქმესთან დაკავშირებით, რომელიც განიხილება ჩიკაგოში. დანიშნულ დღეს დარბაზში პირველი მე მივედი. უზარმაზარი დარბაზი იყო გადავსებული აღელვებული ქალებითა და მამაკაცებით, კედლების გასწვრივ კი პოლიციელები იდგნენ. აქამდე არასოდეს არ ვყოფილვარ ასეთ დიდ მიტინგზე. ნანახი მქონდა მხოლოდ როგორ არბევდნენ ჟანდარმრბი სტუდენტურ შეკრებებს სანქტ–პეტერბურგში. თუმცა ქვეყანაში, სადაც გარანტირებულია სიტყვის თვისუფლება, შეიარაღებულების შემოჭრა დარბაზში, უზარმაზარი ხელკეტებით, სადაც მიმდინარეობდა მშვიდობიანი შეკრება, თავზარს მცემდა და ჩემში პროტესტს იწვევდა. კრების თავმჯდომარემ მალევე გამოაცხადა ორატორი. იოჰანნა გრაიე ოცდაათს გადაცილებული იყო; ეს იყო ფერმკრთალი, ასკეტური შესახედაობის ქალბატონი, უზარმაზარი მოელვარე თვალებით. ის ლაპარაკობდა უდიდესი დამაჯერებლობით, მისი ხმა ცახცახებდა დაძაბულობისაგან. მისმა საუბრის მანერამ გამიტაცა. მე გადამავიწყდა პოლიციაც, პუბლიკაც და ყველა გარშემომყოფნი. მე ვხედავდი მხოლოდ შავებში ჩაცმულ სუსტ ქალბატონს, რომელიც ხმამაღლა ადანაშაულებდა იმ ძალებს, რომლებიც აპირებდნენ გაენადგურებინათ რვა ადამიანის სიცოცხლე. მისი გამოსვლა ეძღვნებოდა მღელვარე მოვლენებს ჩიკაგოში. ორატორმა საუბარი დაიწყო საქმის ისტორიული მიზეზებით. ის ყვებოდა აჯანყბებზე, რომლებიც მთელ ქვეყანაში ხდებოდა1886 წელს, რომლის მონაწილეებიც ითხოვდნენ რვასაათიან სამუშაო დღეს.მუშათა მოძრაობის ცენტრი იყო ქალაქი ჩიკაგო, სადაც ბრძოლა მშრომელებსა და მათ მეპატრონეებს შორის იყო განსაკუთრებით დაძაბული და გამძვინვარებული. კომპანია მაკკორმიკას მუშათა მიტინგზე, მომიტინგეებს თავს დაესხა პოლიცია, სცემეს ქალები და დამამაკაცები, რამოდენიმე ადამიანი იყო მოკლული. ამ თვითნებობის წინაარმდეგ რომ გამოეხატად პროტესტი, 4 მაისისთვის დანიშნული იყო მიტინგი Haymarket -ზე. მიტინგზე სიტყვით გამოვიდნენ ალბერტ პარსონსი, ავგუსტ შპისი, ადოლფ ფიშერი და სხვები ყველაფერმა წყნარად და მშვიდად ჩაიარა. ეს დაადასტურა ჩიკაგოს მერმაც კარტერ ხარისონმა, რომელიც მოვიდა მიტინგზე რათა გაერკვია თუ რა ხდდებოდა. ქალაქის მერმა დატოვა მიტინგი, დარწმუნებულმა იმაში, რომ ყველაფერი წესრიგში იყო და ამის შესახებ ამცნო პოლიციის უფროსს. წვიმამ მიტინგზე მყოფი ადამიანების რაოდენობა შეამცირა. იმ მომენტისათვის როცა სიტყვით ბოლო ორატორი გამოდიოდა მიტინგზე სულ ცოტა ადამიანი რჩებოდა. ამ მომენტში უეცრად გამოჩნდა კაპიტანი უორდი, შეიარაღებული პოლიციელთა რაზმის თანხლებით. მან მომიტინგეებს უბრძანა სასწრაფოდ დაშლილიყვნენ. „ეს მშვიდობიანი შეკრებაა“,– უპასუხა თავმჯდომარემ, რის შემდეგაც პოლიციელები თვს დაესხნენ მომიტინგეებს და ხელკეტებით უმოწყალოთ სცემეს ისინი. უეცრად რაღაც განათდა ჰაერში და გაისმა აფეთქების ხმა. დაიღუპა რამოდენიმე პოლიციელი; ბევრი მათგანი დაიჭრა. დამნაშავე ვერასოდეს ვერ იქნა აღმოჩენილი, და მთავრობაც არც თუ ისე ინდომებდა მის დაჭერას. ამის ნაცვლად სასწრაფოდ იყო გაცემული ორდერები ყველა ორატორზე ვინც სიტყვით გამოვიდა მიტინგზე და სხვა შემჩნეულ ანარქისტებზე. პრესა, ჩიკაგოს და მთელი ქვეყნის ბურჟუაზია, ითხოვდა დაპატიმრებულთა დასჯას. პოლიცია აგრძელებდა ტერორის კამპანიას, რომელსაც მორალურად და ფინანსურად ახალისებდა მოქალაქეთა ასოციაცია, რომელიც მიისწრაფვოდა განეხორციელებინა საკუთარი სისხლიანი გეგმა და მოეშორებინა ანარქისტები გზიდან. საზოგადოებრივი აზრი იმდენად იყო გაცხარებული გაზეთებში გავრცელებული საშინელი ისტორიებით, რომლებიც მიმართული იყო გაფიცვის ხელმძღვანელების წინააღდეგ, რომ სამართლიანი სასამართლო მათთვის მიუღებელი გახდა. და მართლაც პროცესი აღმოჩნდა ყველაზე ცუდ სასამართლო ინსცენირებად შეერთებული შტატების ისტორიაში. ნაფიც მსაჟულებს ირჩევდნენ ისე, რომ მათ ეღიარებინათ ბრალდებულთა დანაშაული; პროკურორმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, რომ ბრალი ედებათ არა მხოლოდ დაპატიმრებულებს არამედ „ასამართლებენ ანარქიას“ და რომ ის უნდა იქნეს განადგურებული. მოსამართლემ არაერთხელ აძაგა ბრალდებულები, წინასწარ შეაგონებდა ნაფიც მსაჯულებს მათ წინააღმდეგ. მოწმეები ან დაშინებული ან მოსყიდულები იყვნენ, საბოლოო ჯამში გასამართლდა რვა ადამიანი რომლებიც არც დამნაშაბეები იყვნენ და არც არანაირი კავშირი ჰქონდათ დანაშაულთან. საზოგადოებრივი აზრის აღელვებული მდგომარეობა და საყოველთაო წინასწარ უარყოფითი შეგონება ანარქისტების წინააღმდეგ და ქარხნის მეპატრონეების წინააღმდეგობამ რვასაათიანი სამუშაოს დღისადმი, შექმნა გარემო, რომელიც ხელს უწყობდა ჩიკაგოელი ანარქისტების მკვლელობის საკითხს. ხუთ მათგანს –ალბერტ პარსონს, ავგუსტ შპისს, ლუის ლინგს, ადოლფ ფიშერს და გეორგ ენგელს მიუსაჯეს სიკვდილი; მიქაელ შვაბს და სამუელ ფილდენს მიუსაჯეს სამუდამო პატიმრობა. [ოსკარ] ნებეს მიუსაჯეს თხუთმეტწლიანი პატიმრობის ვადა. უდანაშაულო წამებულთა სიკვდილი ითხოვდა სამართლიან შურისძიებას. გრაიეს სიტყვის ბოლოს, მე ვიცოდი ის, რასაც ვეჭვობდი თავიდანვე: ჩიკაგოელები არ იყვნენ არაფერში დამნაშავე. მათ ელოდათ სიკვდილი საკუთარი იდეალებისათვის. მაგრამ რაში მდგომარეობს მათი იდეალი? იოჰანნა გრაიე საუბრობდა პარსონზე, შპისეზე ლინგეზე და სხვებზე როგორც სოციალისტებზე, მაგრამ არაფერი ვიცოდი ჭეშმარიტი სოციალიზმის მნიშვნელობაზე. რაც მე მესმოდა ადგილობრივი ორატორებისაგან იყო უფერული და ხელოვნური. მეორეს მხრივ გაზეთებში ამ ადამიანებს მოიხსენიებდნენ ანარქისტებად, ყუმბარმრტყორცნებად.
რა არის ანარქიზმი? ყველაფერი ეს ჩემთვის გაურკვეველი იყო. მაგრამ მე არ მქონდა დრო შემდგომი ფიქრისთვის. ადამიანები გადიოდნენ დარბაზიდან, და მეც გავყევი მათ. გრაიე, თავმჯდომარე და მათი მეგობრების ჯგუფი ჯერ კიდევ იმყოფებოდნენ პლათფორმაზე. როდესაც მე მათკენ შევტრიალდი გრაიემ ჟესტით მიმიხმო თავისკენ. მე შევშინდი, გული სასოწარკვეთისაგან მიცემდა. როდესაც მე მას მივუახლოვდი მან ხელი გამომიწოდა და მითხრა: „მე არასოდეს მინახავს სახე რომელიც ასე გამოხატავს გრძნობათა ღელვას, როგორც თქვენი. თქვენ ალბათ ძალიან გრძობთ მოსალოდნელ ტრაგედიას. თქვენ იცნობთ ამ ადამიანებს?“ მე აღელვებული ხმით ვუპასუხე: „სამწუხაროდ არა, მაგრამ მე შევიგრძენი ეს ყველაფერი მთელი ჩემი არსით, და როცა მე ვუსმენდი თქვენს გამოსვლას, მეჩვენებოდა რომ მე მათ ვიცნობდი“. მან ხელი მხარზე დამადო. „მე მეჩვენება, რომ თქვენ მათ უკეთ გაიცნობთ, თუ მათი იდეალების შესახებ გაიგებთ და რომ მათი საქმე თქვენი საქმე გახდება.“მე მივდიოდი სახლში და თავი სიზმარში მეგონა. ჩემ დას, ელენას ეძინა მაგრამ მე დიდი სურვილი მქონდა გამეზიარებინა მისთვი ის რაც გადავიტანე. მე ის გავაღვიძე და თითქმის სიტყვა–სიტყვით ვუამბე მას მთელი ამბავი. ალბათ მე ძალიან დრამატულად ვუყვებოდი ელენას ყველაფერს რადგან მან წამოიძახა : „მომავალში რასაც მე გავიგებ ჩემს უმცროს დაზე, ეს არის ის , რომ ის საშიში ანარქისტია“. რამოდენიმე კვირის შემდეგ მე მომეცა შესაძლებლობა სტუმრად მივსულიყავი ნაცნობ გერმანულ ოჯახში. ისინი დამხვდნენ მეტად აღელვებულები. ვიღაცას მათთვის ნიუ–იორკიდან გამოუგზავნია გერმანულენოვანი გაზეთი «Die Freiheit», რომელსაც გამოსცემდა იოჰან მოსტი. მათი გერმანული საუბრის გამო სული შემეხუთა, ის ძალზედ განსხვავდებოდა იმისგან, რაც მე სოციალისტურ მიტინგებზე და იოჰანნა გრაიეს გამოსვლაში მომისმენია. ის მეჩვენა ლავად, რომელიც აფრქვევდა ცეცხლოვან დაცინვას, ზიზღს და უპატივცემულობას; ის ღრმად სუნთქავდა მძულვარებით იმ ძალებისადმი, რომლებიც აპირებდნენ დანაშაულის ჩადენას ჩიკაგოში. მე რეგულარულად დავიწყე გაზეთის «Die Freiheit» კითხვა, იმ ლიტერატურის კითხვა რომლის რეკლამირებასაც ახდენდა ეს გაზეთი და ხარბად ვკითხულობდი თითოეულ სტრიქონს ანარქიზმზე, რაც კი შემეძლო მეშოვა, თითოეულ სიტყვას მსჯავრდებულებზე, მათ ცხოვრებაზე. მე ვკითხულობდი მათ გმირულ წინააღმდეგობაზე სასამართლოს დროს და მათ გასაოცარ დაცვაზე. მე ვხედავდი როგორ იღებოდა ჩემს წინ ახალი სამყარო. საშინელი მოვლენა, რომლისაც ყველას ეშინოდა, თუმცა მაინც იმედოვნებდნენ, რომ ის არ მოხდებოდა, მოხდა. როჩესტერული გაზეთების სპეციალური გამოცემები ავცელებდნენ ახალ ამბავს: ანარქისტები ჩამოახრჩეს! მე და ელენა ვიყავით განადგურებულები. ამ ამბავმა ელენას სრულიად გამოაცალა მხნეობამა მხოლოდ ჩუმად ტირილი შეეძლო. მე კი სრულიად გაშეშებული ვიყავი და ტირილიც არ შემეძლო. საღამოს ჩვენ წავედით მამასთან. ყველა საუბრობდა ჩიკაგოს მოვლენებზე. მე შემიბყრო დანაკლისის განცდამ, რომელსაც მე როგორც საკუთარს ისე განვიცდიდი. უეცრად გავიგონე ქალის ხრინწიანი სიცილი. გამსჭვალავმა ხმამ დამცინავად წარმოსთქვა :“რა საჭიროა გოდება? ეს ადამიანები იყვნენ მკვლელები. კარგია რომ ისინი ჩამოახრჩეს. “მე მას ყელში ვწვდი, მერე ვიგრძენი, რომ მე მისგან მიმათრევდნენ. ვიღაცამ თქვა: „ბავშვი ჭკუიდან შეიშალა“. მე წავავლე ხელი მაგიდაზე მდგარ წყლით სავსე დოქს და მთელი ძალით ვესროლე ამ ქალს სახეში. „მოშორდით აქაურობას, – ვყვიროდი მე,თუ არა და მოგკლავ!“ შეშინებული ქალი მივარდა კარებს, მე იატაკზე დავემხე. მერე ლოგინში დამაწვინეს და ღრმად ჩამეძინა.
მეორე დრეს, თითქოს დიდი ხნის ავადმყოფობის შემდეგ გამეღვიძა. მაგრამ დათრგუნვის განცდა, ამ რამოდენიმე კვირის გულშემზარავი მოლოდინი დასრულდა ბოლო შეძრწუნებით. მე ვგრძნობდი, რომ ჩემს სულში დაიბადა რაღაც ახალი და სასწაულებრივი. დიადი იდეალი, მხურვალე რწმენა, გადაწყვეტილება, მიუძღვნა საკუთარი თავი წამებით დაღუპული ამხანაგების ხსოვნას, ვაქციო მათი საქმე საკუთარ საქმედ და მოვუყვე მთელ მსოფლიოს მათ მშვენიერ ცხოვრებაზე და გმირულ სიკვდილზე.
თარგმნა ლუიზა ლაფერაძემ
http://magentavision.wordpress.com/