არასამთავრობო ორგანიზაცია – კაპიტალიზმის ტროას ცხენი

მაკედონელი ანარქისტების მიერ მომზადებული კრიტიკული ტექსტი არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობასა და როლზე თანამედროვე მსოფლიოში.

მნიშველოვანი მიზეზი არსებობს რომ ანარქისტებმა არასამთავრობო სექტორს სათანადო ყურადღება დაუთმონ, უმთავრესად იმიტომ რომ „მესამე სექტორი“ საზოგადოების დემოკრატიზების იარაღად მოიაზრება, უფრო მეტიც, ეს სექტორი განიხილება ცენტრალიზებული ძალაუფლების, რეპრესიის, სიღატაკისა და ზოგადად კოლექტიური უბედურების წინააღმდეგ ბრძოლის ალტერნატივადაც. ჩვენთვის ეს კაპიტალიზმის მორიგი თვალთმაქცობაა თავისუფლებისა და არჩევანის თავისუფლების შესახებ ილუზიის კვლაწარმოებისათვის. 

მოსაზრება, არჩევნებს, რომ რეალური ცვლილების მოხდენა შეეძლოს, მას არაკანონიერად გამოაცხადებდნენ, არასამთავრობო ორგანიზაციებსაც მიესადაგებათ, რომლებიც იმის გარდა, რომ მთავრობის მიმართ ლოიალურნი და მათ მიერ წახალისებულნი არიან, კვლავ მიიჩნევიან უსამართლობის, მთავრობის ანტიპოდის შექმნისა და პოლიტიკური დისკურსში მონაწილეობის პლატფორმად.

ამის საწინააღმდეგოდ, ჩვენ მიგვაჩნია რომ მას მკვეთრად განსხვავებული როლი აქვს: გახდეს მედიატორი მთავრობასა და ხალხს შორის, მასაშადამე მოახერხოს ხალხის აღშფოთების განეიტრალება, გადააქციოს პოლიტიკურად არაკონტროლირებადი უთანხმოება მშვიდ, მშვიდობიან, ლეგალურ, კონტროლირებად და უწყინარ უკმაყოფილებად, მხარი დაუჭიროს კაპიტალიზმს კორპორაციების სასიამოვნო ხატის შექმნით, მმართველი იდეოლოგიის პროპაგანდით და საბოლოოდ, შექმნას ცვლილებებისათვის ბრძოლის ილუზია.


რა არის არასამთავრობო ორგანიზაცია?

მმართველი კლასი არასამთავრობო ორგანიზაციებს აღწერს როგორც მოხალისე, მოგებაზე არაორიენტირებულ კერძო ორგანიზაციებად, რომლის მრავალფეროვანი საქმიანობა ცვლილებისაკენაა მიმართული, მხარს უჭერს და წინ წამოსწევს სხვადასხვა სოციალურ საკითხებს. არასამთავრობო სექტორი მოაზრებულია რომ წარმოადგენს მესამე სექტორს (მთავრობისა და ბიზნეს სექტორის შემდეგ) რომელიც საჯარო სივრცის ფორმირებაში ეკონომიკურ და სოციალურ პოლიტიკაზე გავლენის მოსახდენადაა შექმნილი. ჩვენ, ანარქისტებს, უფრო ადეკვატურად მიგვაჩნია მათი, როგორც მთავრობისა და კაპიტალის ინსტრუმენტად განხილვა.

მათი მრავალფეროვნების გამო რთულია არასამთავრობო ორგანიზაციების განსაზღვრება. ერთადერთი მახასიათებელი, რომელსაც ხაზი ესმება მათი მთავრობისგან დამოუკიდებლობაა, თუმცა ფაქტია რომ მათი უმრავლესობა სხვადასხვა პროექტებისათვის დაფინასნებას სწორედ სამთავრობო ფონდებისგან იღებს. არსებობს მთელი წყება სხვადასხვა პროფილის მქონე ენჯეოებისა, საქველმოქმედო, მომსახურების მიმწოდებელი, თანამონაწილეობითი, ნაციონალური და საერთაშორისო ენჯეოები. ის ფონდებიც კი რომლებიც ენჯეოებს აფინანსებენ, ენჯეოების გარკვეული ტიპია.

USAID ენჯეოების განსაზღვრავს, როგორც კერძო მოხალისეობრივ ორგანიზაციებს. განსაზღვრება აშკარად პრობლემატურია, რამდენადაც მათი უმეტესობა მთავრობისა და კორპორაციების მიერ ფინანსდება და ასევე რთულია თქვა, რომ ორგანიზაცია სადაც პერსონალს პროფესიული ანაზღაურება აქვს, მენეჯერით დაწყებული საველე მუშაკით დამთავრებული, მოხალისეობრივია.

ტერმინი ენჯეო (NGO) პირველად 1945 წელს გაეროს დაფუძნებასთან ერთად გამოჩნდა, როდესაც გაერო გარკვეულ სპეციალიზაციის მქონე არასახელმწიფო სააგენტოებს შეხვედრებზე დამკვირვებლის სტატუსს ანიჭებდა. ყველაზე ძველ ენჯეოდ მოაზრებულია წითელი ჯვარი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის შუა პერიოდში შეიქმნა.

არასამთავრობო ორგანიზაციების მკვლევარები განასხვავებენ ოპერაციულ და კამპანიურ ენჯეოებს. ოპერაციული ენჯეო მიდრეკილია პატარა პროექტებით მოკლევადიანი მიზნების მიღწევაზე. ისინი უამრავ დროსა და ენერგიას ხარჯავენ გრანტების, დონაციისა და დაფინანსების სხვა წყაროების მოსაპოვებლად. მათი საპროექტო აქტივობა ფულის მიღებითაა მოტივირებული.

კამპანიური ტიპის ენჯეო კონკრეტული საკითხების ირგვლივ იქმნება, რის შესახებაც ისინი სხვადასხვა საჯარო აქციასა და დემონსტრაციას აანონსებენ. ასეთი ტიპის ორგანიზაცია, როგორც წესი, იქმნება მაშინ როდესაც გარკვეული პრობლემების გამო საზოგადოებაში უკმაყოფილება ჩნდება, ხოლო ენჯეო სხვადასხვა ინსტიტუციონალური აქტივობებით გამომწვევი უკმაყოფილების მიზეზების ათვისებასა და მისთვის მიმართულების შეცვლას ცდილობს ასრულებს რა მთავრობასა და ხალხს შორის მედიატორის ფუნქციას და ამგვარად პირდაპირ და სპონტანური მოქმედებას გაშუალებული კომუნიკაციით ანაცვლებს.

როდესაც ბრძოლის ყველა იმედი ენჯეოს მეთოდოლოგიის ქვეშ ექცევა, ის იწყებს ინსტიტუციური და ექსკლუზიურად ლეგალური მეთოდებით „ბრძოლას“ (როგორიცაა პეტიციები, ლობიზმი, ოპოზიციური პარტიებიდან დახმარების ძიება, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ხვეწნა-მუდარა) და მაშინ როდესაც პროტესტი ქუჩებიდან არასამთავრობო ორგანიზაციებში გადაინაცვლებს, შეიძლება ითქვას, რომ მისი გამომწვევი მიზეზი დაიკარგა და ამიერიდან „ბრძოლას“ მხოლოდ უმნიშვნელო კომპრომისების მოტანა შეუძლია. არავის შეუძლია მოუგოს მთავრობას მისივე თამაშის წესებით, სწორედ ეს არის ენჯეოს როლი: დაამშვიდოს მასები , კმაყოფილება გააუვნებელყოს და ცვლილების მოხდენის ყველანაირი შანსი მოსპოს.

მიუხედავად არასამთავრობო ორგანიზაციების უმრავი კატეგორიისა ჩვენ ვკონცენტრირდებით ისეთი ტიპის ორგანიზაციებზე, რომლებიც სოციალური და პოლიტიკური მიზნების შემცველი ცვლილებებისათვის „იბრძვიან“.

ვინ აფინანსებს არასამთავრობო სექტორს? (ვის ინტერესებს ემსახურება?)

კითხვა ვინ აფინანსებს არასამთავრობო ძალიან მნიშნველოვანია, რამდენადაც მასზე პასუხს მივყავართ სხვა კითხვაზე პასუხსთანაც, როგორიცაა: ვის ინტერესებს ემსახურებიან ისინი, რა არის მათი რეალური მიზანი და როლი საზოგადოებაში. კითხვა ვინ აფინანსებს ენჯეოს ფარდას ხდის მათ დამოუკიდებლობასა და არასამთავრობო ხასიათის ილუზიას.

მსოფლიო მასშტაბით მათი ორი ყველაზე დიდი დამფინანსებელი კორპორაციები და მთავრობებია. მცირე რაოდენობის გრანტები მოდის რელიგიური ორგანიზაციებიდანაც, ძირითადად ქრისტიანული, მუსლიმური, ებრაული ეკლესიებიდან საკუთარი დომინაციის გასამყარებლად.

გლობალური მასშტაბით ყველა კორპორაციას აქვს საკუთარი ფონდი ენჯეო სექტორის დასაფინანსებლად: მაიკროსოფტს, მონსანტოს, ნაიკს, ვერსტერნ იუნიონს, ფორდს, ტოიოტას, ინტელს, სტარბაქს და ა.შ. თუ კორპორაციებს ასეთი ფონდები არ აქვთ, მაშინ მათ მდიდარ მფლობელებს მაინც აქვთ: მაგალითად ბილ გეითს, ჯორჯ სოროსს, ძმებ როკფელერებსა და ინგლისის დედოფალსაც კი. ფილანტროფობა მილიონერი კაპიტალისტისათვის წარმოადგენს იმიჯს, რომლის აზრითად რამდენიმე დოლარის აფრიკაში გადასროლა მის მიერ ექსპლოატირებული მუშების უკმაყოფილებისგან გაათავისუფლებს.

როდესაც კორპორაციები აფინანსებენ ღარიბების, ბავშვების, ავადმყოფებისა და მოწყვლადი ჯგუფების დასახმარებელ ან გარემოსდაცვით პროექტებს, ამას პასუხისმგებლობის მქონე კომპანიების იმიჯის ჩამოსაყალიბებლად აკეთებენ და ამ იმიჯის გამოყენებით უფრო და უფრო მეტ ხალხს უბიძგებენ მათგან იყიდონ. ხალხს ალბათ არაფრად მიაჩნია, რომ ეფლი აზიაში მილიონნახევარ მუშახელს უწევს ექსპლოტაციას აიძულებს რა იმუშაოს 14 საათი დღეში, როდესაც მისი წლიური ანაზღაურება ერთი აიფონის ფასსზე ნაკლებია. მაგრამ ამას არუშავს, ის მაინც მზრუნველი კომპანიაა, რადგანაც რამდენიმე ათას ვაქცინას აგზავნის აფრიკაში.

კორპორაციები ამგვარად განუვითარებელ რეგიონებში სტატუს ქვოს ინარჩუნებენ და უფრო და უფრო დამოკიდებულს ხდიან მას დასავლურ დახმარებაზე, მაშინ როდესაც იმპერიალისტური ძალები მათი რესურსების ძარცვას აგრძელებენ და მათ განვითარების შანსის გარეშე ტოვებენ. ქველმოქმედებითა და ფილანთროპიით ენჯეოები ძირს უთხრიან რადიკალურ ბრძოლას სიღარიბის, შიმშილის, ავადმყოფობის, გაუნათლებლობისა და სხვა უბედურებების წინააღმდეგ, რომლის მსხვერპლნიც იძულებულნი არიან დაელოდონ მოწყალებასა და პერიოდულ ქველმოქმედებას დასავლური ორგანიზაციებიდან.

კორპორაციები არ აფინანსებენ მხოლოდ „საზოგადოებაზე მზრუნველ“ ენჯეოებს, ისინი ასევე ინვესტირებენ „პოლიტიკურ“ ენჯეოებში, რომლის საშუალებითან საკუთარი პროგრამის გავრცელება და თავსმოხვევა შეუძლიათ. მთავრობები საკუთარ ფონდებს, ძირითადად, ამგვარი ენჯეოების მიმართ მიმართავს, მაგალითად, მაკედონიაში ეს ფინანსები ევროკავშირსა და ნატოში შესვლის აუცილებლობასთან დაკავშირებით მასობრივი პროპაგანდისათვის იხარჯება. ეს ფონდები სხვა დანარჩენებთან ერთად ემსახურებიან საერთო მიზანს: მოახდინონ მაკედონიის ტრანსფორმირება დასავლური ტიპის კაპიტალისტურ სახელწიფოდ.

რატომ აფინანსებენ კაპიტალისტები ენჯეოს?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემამდე უნდა აღინიშნოს, რომ არასამთავრობო სექტორი უზარმაზარი მანქანაა აურაცხელი ფულის ტრიალისათვის. განუსაზღვრელი რაოდენობის ნაღდი ფული მსოფლიო მასშტაბით ენჯეო სექტორის გავლით მოძრაობს. თუ მივყვებით კაპიტალიზმის ლოგიკას ენჯეოების დაფინანსება არარენტაბელურია, რამდენადაც ის „ამოუღებელი ხარჯებია“. მაშინ რატომ აძლევენ მათ კორპორაციები ფულს? პროპაგანდა ამბობს, რომ ისინი ფილანტროპები არიან და ამას საზოგადოებაზე ზრუნვის მოტივით აკეთებენ. რა თქმა უნდა, ყველა მოაზროვნე ადამიანმა იცის, რომ არ არსებობს ფილანტროპი კაპიტალისტი.

საკითხს თუ ვინ აფინანსებს არასამთავრობო სექტორს დონაციასთან თუ ფილანთროპიასთან არაფერი აქვთ საერთო. ეს მარტივი გზაა საკუთარი ბიზნეს პოზიციები გასამყარებლად. სხვა სიტყვებით, ბიზნესმენებისათვის ეს ტიპური ინვესტიციაა, რომლისგანაც შესაბამის სარგებელს ელიან. ეს შეიძლება არ იყოს მოგება როგორც ასეთი, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მას უფრო დიდი სარგებლის მოტანა შეუძლია – კაპიტალისტური ღირებულებების ქადაგებით არასამთავრობო ორგანიზაციები კაპიტალიზმის ცოცხლად შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

როდესაც კორპორაცია აფინანსებს ორგანიზაციას, რომელიც დემოკრატიზაცისა და ეკონომიკური თავისუფლებისათვის იბრძვის, ეს უზრუნველყოფს რომ ამგვარი ორგანიზაცია „დემოკრატიზაციის“ პროცესში სერიოზული მოთამაშის სტატუსით გამოვიდეს, რაც ეკონომიკის დერეგულაციით, წარმოების ნაკლები კონტროლით, მონოპოლიებით, მუშათა უფლებების დარღვევითა და მშრომელების ხარჯზე მსხვილი ბიზნესმენების გამდიდრებით გამოიხატება.

რატომ აფინანსებს სახელწიფო ენჯეოებს?

კორპორაციების გარდა „მესამე სექტორი“ სერიოზული რაოდენობის თანხას მთავრობებისგანაც იღებენ (ანუ ჩვენი გადასახადებიდან). კორპორაციების მსგავსად მთავრობებიც მათგან იგივეს ელიან: კაპიტალიზმისა და მდიდრების პოზიციების სიმყარის შენარჩუნებას. ნუ დაგვავიწყდება, რომ სახელწიფოს არსებობის უმთავრები მიზეზი რეპრესიული მექანიზმითა და ძალადობაზე მონოპოლიით მდიდრების პოზიციების დაცვაა.

იმისათვის რომ ძლიერი და დომინანტური დარჩეს, მთავრობამ საკუთარი არსებობის ლეგიტიმაციისა და საკუთარი ნების თავსმოხვევისათვის მუდმივად ეძებს გზებს. რომელიც არასამთავრობო სექტორში მიმდინარე „მოქალაქეობრივი აქტივობით“ სახელმწიფოს შანსი ეძლევა დადგას სცენა ხალხისთვის, სადაც „მოქალაქეებს“ საკუთარი უფლებების რეალიზების, პოლიტიკების შექმნაში მონაწილეობისა და თავისუფალ ინდივიდებად სოციალიზირების ილუზია უჩნდებათ. მიუხედავად იმისა, რომ ეს სცენა ცვილებების რეალურ შანსს არ შეიცავს, ის მასზე მონოპოლიას მაინც ინარჩუნებს და ბრძოლის ყველა სხვა ფორმას შთანთქავს, არალეგალურად აცხადებს. მთავრობა მოგებულია: მას აქვს ბრძოლის ფალსიფიცირებული მექანიზმი, მშვიდობიანი, მორჩილი ხალხი და დომინაციის გარანტიები.

საჯარო განათლებისა და მასმედიისგან განსხვავებით არასამთავრობო სექტორს სახელწიფოს ლეგიტიმაციის საკითხში მცირედ განსხვავებული როლი აქვს. ყველა სახელწიფოს გაცნობიერებული აქვს რომ ხალხის შიშსა და უმეცრებაში ყოფნის მიუხედავად, ისინი რაციონალურები და თავისუფლები არიან და მცირე სტიმულის შემთხვევაშიც კი შესაძლებელია საკუთარი რეპრესიული მდგომარეობა გააცნობიერონ. აჯანყება ყველა მთავრობის ყველაზე დიდი შიშია, ამიტომაც ისინი ყველაზე მომგებიან გადაწყვეტილებამდე მივიდნენ: იმის მაგივრად რომ ელოდონ აჯანყებას და მასთან ძალადობრივად გამკლავებას, რატომ არ შეიძლება ნება დართონ მასებს „იბრძოლონ“ უვნებელი იარაღით – არასამთავრობო სექტორით.

„ბრძოლის“ რა მეთოდია არასამთავრობო ორგანიზაციისათვის ტიპური?

ნებისმიერ დროს, როდესაც არასამთავრობო ორგანიზაცია სოციალურ ცვლილებებზე მიმართულ აქტივობას ახორციელებს – არის ეს მთავრობის პოლიტიკის კრიტიკა ან მისგან რაიმეს მოთხოვნა – ეს ღონისძიება არასდროს შორდება ინსტიტუციურ ჩარჩოს. ინსტიტუციონალური ჩარჩო ოფიციალურ კანონებთან შესაბამისობით სახელმწიფოს მიერაა დადგენილი. სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს თავიანთი უფლებების დასაცავად ბიუროკრატიზებულ, დამაბნეველ, ნაკლებად მისაწვდომ და სრულებით უსარგებლო ლეგალურ ინსტრუმენტებს აძლევს (ჩივილი, პეტიციები, მოქალაქეების ინიციატივები და ა.შ.). ვიტყვით თუ არა რომ არასამთავრობო სექტორს მმართველი კლასი ქმნის ან ის მოქალაქეების საჭიროებიდან გამომდინარე „ქვემოდან“ იქმნება, ეპილოგი ორივე შემთხვევაში ერთი და იგივეა: მთავრობა კმაყოფილია მისი საქმიანობით, რადგან ის არასდროს გამოდის მის მიერ დადგენილი ინსტიტუციური ჩარჩოდან, რაც არასამთავრობოებს მმართველი ელისტისთვის უსაფრთხოს ხდის.

არასამთავროების ბრძოლა არ გადმოდის ქუჩაში, ის არასდროს არაა ძალადობრივი და არასდროსაა მიმართული საზოგადოების ძირეულ პრობლემაზე. სხვა სიტყვებით, ისინი არც ერთი მთავრობისათვის საფრთხეს არ წარმოადგენენ, სამაგიეროდ ახერხებენ უკმაყოფილებისა და გაბრაზების ათვისებას: ისინი ვინც ხვალ შესაძლოა მოლოტოვის კოქტეილს ისროდეს, უკვე ათვისებულია არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, გამოწყობილია შარვალ-კოსტუმში, დანიშნული აქვს ხელფასი და მიბმულია მაგიდაზე კვლევების, ანგარიშებისა და პროგრესული ჟურნალებისათვის ჭკვიანური სტატიების საწერად. თუნდაც რადიკალური მიზნებისთვის იქმნებოდეს, არასამთავრობო ორგანიზაცია ვერასდროს იქნება რადიკალური: ის მეტისმეტად დიდ დროს ატარებს საკუთარი დამფინანსებლისათვის საფინანსო მოხსენების წერაში მომავალი გრანტის მოპოვების იმედით. რადიკალური ენჯეო შეუძლებელია დიდხანს არსებობდეს, მას არ დააფინანსებენ.

ამგვარად, თითოეული არასამთავრობო ორგანიზაცია მოაზრებულია რომ მხარდაჭერილი იქნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საკანონმდებლო ჩარჩოდან არ გამოდის, შესაბამისად მისი ბრძოლის არეალი ძალიან მცირეა. ბრძოლის ნებადართული ველი არის ის ველი, რომელიც გამარჯვებამდე ვერ მიდის, ის რეალური ბრძოლის მაგივრად მთავრობასთან დიალოგით, კოოპერაციითა და მათთან კომპრომისით შემოიფარგლება. არასამთავრობოს ნება ეძლევა მთავრობის საქმიანობის ზოგიერთი ასპექტი (კონკრეტული კანონი, გადაწყვეტილება, ინსტიტუცია) გააკრიტიკოს, მაგრამ ის ზოგადად მთავრობის წინააღდეგ არასდროს იბრძოლებს.

სისტემა შექმნილია იმგვარი გზით რომ დაუზიანებელი დარჩეს ნებისმიერი შიდა დარტყმისგან, ამიტომაც ინსტიტუციონალური საშუალებებით რაიმე სახის ცვლილების მიღწევა შეუძლებელია, ისევე როგორც პარლამენტში შესვლითაა შეუძლებელი სისტემის დანგრევა. რაც შეიძლება მიიღწეს არის რამდენიმე მცირე რეფორმა, კომპრომისი და თავისმოტყუება, რომ შესაძლებლის მაქსიმუმი უკვე მიღწეულია. იმ შეთხვევაშიც კი როდესაც ადამიანი ფიქრობს, რომ ბრძოლის გასხვავებული ფორმით შედეგის მიღწევა უფრო ეფექტურია, არასამთავრობო ორგანიზაცია აუცილებლად მიუთითებს მას კანონის მორჩილებისაკენ, არაძალადობისა და პოლიციელების პროვოკაციისგან თავის არიდებისაკენ, რომლებიც მხოლოდ საკუთარ საქმეს ასრულებენ.

როგორია არასამთავრობო ორგანიზაციის სტუქტურა?

თითქმის ყველა ამ ტიპის ორგანიზაციის სტუქტურა კორპორაციის სტუქტურის მსგავსია: ძალიან იერარქიული. მასში შრომის დანაწილება კაპიტალისტური ეკონომიკიდანაა ნასესხები: აქციის მფლობელების, მენეჯმენტისა და მშრომელების დანაწილების მსგავსია. თითოეულ ენჯეოს ჰყავს პრეზიდენტი, საბჭო და მშრომელები (აქტივისტები), აქვს დეპარტამენტები და უამრავი სხვადასხვა პროექტის მენეჯერი.

არასამთავრობო სექტორი მაკედონიაში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, მთლიანად პროფესიონალიზებულია, ამიტომაც მათთვის მოხალისეობრივის დარქმევა არარელევანტურია. ენჯეო სექტორი ბიზნესისა და სახელმწიფო სექტორის შემდეგ მესამე ყველაზე დიდი დამსაქმებელია (მაგალითად, კოსოვოში დასაქმებულების უფრო მეტი წილი არასამთავრობოებზე მოდის, ვიდრე კერძო სფეროზე). როდესაც ენჯეო აქტივისტი დღის რამდენიმე საათს ყოველდღე ორგანიზაციაში ატარებს და ამისათვის შესაბამისი ანაზღაურება აქვს ცხადია, რომ ასეთ ორგანიზაციაში მუშაობა პროფესიაა.

მართალია, რომ არასამთავრობო ორგანიზიაციასთან აფილირებული ბევრი აქტივისტები მოხალისეა, მათ არ უხდიან. ორგანიზაციაში ისინი განიხილებიან, როგორც „ახალგაზრდა და გამოუცდელი დამწყებები“, რომლებიც რეალურად ყველაზე მეტ ფიზიკურ სამუშაოს ასრულებენ (ქუჩაში კვლევების წარმოება, სააგიტაციო მასალების გავრცელება, საველე სამუშაოების ჩატარება და ა.შ.) ყველაზე მონდომებულ აქტივისტებს, როგორც წესი კომფორტულ სავარძელში ჩასმითა და სხვების შრომაზე მონიტორინგის უფლებით აჯილდოვებენ.

რა არის არასამთავრობო ორგანიზაციის აქტივისტის მოტივაცია?

რა თქმა უნდა, ენჯეო აქტივისტების მოხალისეობა მხოლოდ ალტრუიზმით არაა განპირობებული. საკუთარი შრომის მაკონპენსირებელ სათანადო სარგებელს ისინიც ელიან: სამუშაო უნარების, სამუშაო გამოცდილებისა და ფასდაუდებელი კონტაქტების შეგროვების პერსპექტივა მათი სამომავლო კარიერისათვის ნოყიერი დასაწყისია.

ფაქტია, უამრავი ადამიანი საკუთარ ახალგაზრდობას პროფესიულ აქტივიზმს უთმობს და ამ გამოცდილების წყალობით მომავალ სამსახურს „იმსახურებს“. არასამთავრობო ორგანიზაციის პროექტებში მონაწილეობას დიდი სიამაყით იწერენ რეზიუმეში და დამსაქმებელთან აგზავნიან.

ზოგიერთი ენჯეო აქტივისტი იმედს იტოვებს, რომ ორატორულ, ორგანიზაციულ და მენეჯერულ გამოცდილებასთან ერთად პოლიტიკური პარტიების ყურადღებასაც მიიქცევს ან საჯარო სამსახურში უფრო მაღალანაზღაურებად და კომფორტულ პოზიციას დამსახურებს.

კარიერიზმი პრო-კაპიტალისტური არასამთავრობო სექტორის ლოგიკური შედეგია, რომლის მთელი საქმიანობა კაპიტალისტური ღირებულებების პროპაგანდაა. არასამთავრობოს აქტივისტები ნაკლებად არიან რაიმე იდეოლოგიის ან საზოგადოების სასურველი მდგომარეობის შესახებ წარმოდგენების მატარებლები, მათი მთავარი მოტივაცია პერსონალური ფინანსური წარმატებაა. თუ რაიმე იდეოლოგია შეიძლება მიეწეროთ მათ, ეს კაპიტალიზმია.

რა შეიძლება გავაკეთოთ?

მათთვის ვინც სახელწიფოს რეპრესიასთან და კაპიტალისტურ ექსპლოატაციასთან ბრძოლას ირჩევს, ნათელია რომ საკუთარი ბორკილებიდან გათავისუფლებისათვის ბრძოლა მთავრობის კონტროლს მიღმა უნდა მიმდინარეობდეს. ჭეშმარიტად ეფექტური ბრძოლის მეთოდი გამორიცხავს სახელმწიფო ინსტიტუტებთან მოლაპარაკებას: ესაა პირდაპირი მოქმედება. ნებისმიერი ავტონომიური მოქმედება, რომელიც პოლიტიკური და სოციალური მიზნების მისაღწევად გამორიცხავს მესამე ძალასთან (პარტიებთან, სასამართლოსთან, პროფკავშირების ლიდერებთან, არასამთავრობოებთან) მედიაციას, პირდაპირი მოქმედებაა.

ისტორიის მანძილზე მასობრივი პირდაპირი მოქმედებები ყველაზე წარმატებული იყო, განსაკუთრებით ისეთი მოქმედებები, როგორიცაა მასობრივი დემონსტრაცია, საერთო გაფიცვა, სამუშაო ადგილისა და სახელმწიფო ინსტიტუტების დაკავება, გზების ბლოკირება. ინდივიდუალური თუ რამდენიმე ადამიანის პირდაპირი მოქმედება შეიძლება ასეთი წარმატებული არ იყოს, მაგრამ ჰქონდეს ძლიერი სიმბოლური ეფექტი მომავალში მასობრივ ორგანიზებაზე. მაგალითად, ბანკზე თავდასხმა მხოლოდ მატერიალური ზიანის მიყენება არაა, ის არის სიმბოლური გამოხატვა რეპრესიული ინსტიტუტების მიმართ ჩვენი ამბოხისა, რაც ბევრი სხვა ადამიანის შთაგონებისა და ორგანიზების მოტივაცია შეიძლება გახდეს.

პირდაპირი მოქმედება მონუმენტური გამოხატვაა იმ იდეის წინააღმდეგ, რომლის მიხედვითაც საკუთარი უბადრული პორობების შეცვლაში უძლურები ვართ, პირიქით ის ხელს უწყობს საკუთარი პრობლემების გადასაჭრელად თვითორგანიზების საჭროების გააზრებას. ნებისმიერი, ვინ ჩვენი სახელით იბრძვის არათუ ჩვენი პრობლემები აღელვებს, არამედ ჩვენს საბრალო ყოფაზე სარგებლის მიღებას ცდილობს.

ამიტომაცაა, რომ თუ სახელწიფოსა და უფროსების წინააღმდეგ ბრძოლის დაწყება გადაგვიწყვეტია, არასამთავრობო ორგანიზაცია უკანასკნელი ადგილია სადაც უნდა მივიდეთ. ცხადია, რომ სისტემის ინსტიტუციური ორგანო, რომელიც საკუთარი უფლებების დაცვას გვპირდება ინსტიტუციურ ლაბირინთებში გვხლართავს და ხელცარიელს გვტოვებს. ეს არ ნიშნავს რომ კონრეტულ შემთხვევებში ლეგალური სისტემის ლაფსუსები და ურთერთწინააღმდეგობები ლეგალური სისტემისგანვე საკუთარი თავის დაცვისათვის არ გამოვიყენოთ. მაგრამ არც კანონი და არც სახელწიფოს მიერ შემოთავაზებული ინსტიტუციური ორგანო არ უნდა იყოს ჩვენი ბრძოლის მთავარი იარაღი. როგორც კი ის ელიტების პრივილეგირებული მდგომარების შენარჩუნებას საფრთხეს შეუქმნის, მას ერთ ღამეში შეცვლიან.

არასამთავრობო ორგანიზაცია კვლავაც გააგრძელებს ყველა ორგანიზებული უკმაყოფილების ინსტიტუციურ ბრძოლის ველზე გადაყვანას. ყველამ, ვისაც საკუთარი ბრძოლის ეფექტურობის ნახვას სურს, უნდა უარყოს მათი გავლენა და საკუთარი ძალის იმედად განაგრძოს ბრძოლა. პეტიციებითა და ლობიზმით მთავრობის შეშინება და მისი რეპრესიული აპარატისათვის საფუძვლის შერყევა, წარმოუდგენელია.

მაშინ რა უნდა ვქნათ ჩვენ? ყოველთვის როდესაც სამუშაო პირობებით უკმაყოფილოები ვართ, როდესაც უფროსი ხელფასს გვიმცირებს, უნდა თვითვორგანიზდეთ, შევწყვიტოთ მუშაობა, მანამდე სანამ უფროსები სარგებლის დაკარგვის შიშით დათმობებზე არ წავლენ. მაშინ როდესაც ჩვენი სოციალური ბენეფიტების მითვისებას ცდილობენ, უნდა ვორგანიზდეთ ჩვენს საზოგადოებაში და ვაჩვენოთ მათ, რომ ეს არ გაუვათ. თუ სახელწიფო უფრო რეპრესიულ კანონს იღებს, უნდა მოვაწყოთ საერთო გაფიცვა და ეკონომიკის ბლოკირება. ცუდ ფუნდამენტზე აგებული შენობა შეუძლებელია ახალი ფასადით შეკეთდეს, ახლისა და უკეთესის ასაშენებლად ის უნდა დაინგრეს.

და ბოლოს, პირდაპირი მოქმედება საკუთარი თავის, უფლებების დაცვისა და ცხოვრების გაუმჯობესების მეთოდია. პირდაპირი მოქმედება, როგორც ანარქო-სინდიკალისტი რუდოლფ როკერი ამბობს „სოციალიზმის სკოლაა“ ანუ გზა როგორ მოვამზადოთ საკუთარი თავი თავისუფალ საზოგადოებაში ცხოვრებისათვის. პირდაპირი მოქმედება ჩვენი ბრძოლის კონტროლის საშუალებას გვაძლევს, გვიტოვებს გამოცდილება და გვასწავლის შეცდომებისგან, გვეხმარება წინააღდეგობრივი და სოლიდარული კულტურის აშენებაში და გვაკავშირებს ერთმანეთთან. საკუთარ ბრძოლაზე კონტოლის საშულება ნელ-ნელა საკუთარ ცხოვრებაზე კონტოროლის სადავეებს გვაძლევს, რაც უფრო ვუახლოვდებით თავისუფლებას, მით უფრო იზრდება ჩვენი ძალა მსოფლიოს შესაცვლელად.